ფილტვების გასაწმენდი ელექსირი მწეველთათვის. გააკეთეთ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის

6455

ფილტვების გასაწმენდი ელექსირი მწეველთათვის. გააკეთეთ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის

ალბათ უკვე იცით მოწევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ამ დამოკიდებულების მოხსნა ხშირად რთულია. თუ მრავალი წლის განმავლობაში ეწევით, სავარაუდოდ გაქვთ დამახასიათებელი ხველა, რომელიც, ჩვეულებრივ, მუდმივია. ზოგიერთ მწეველს ხანგრძლივი დამოკიდებულების შემდეგ ბრონქიტიც კი აქვს. რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია ამ ჩვევის დატოვება, მაგრამ ყველა არ მიესალმება ამ იდეას.

დიდი რაოდენობით სიგარეტის მოწევის დროს ძალიან ზიანდება ფილტვები.ეს არ ეხება მხოლოდ მას, ვინც დიდი ხანია მწეველია. შეიძლება ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში მწეველსაც დაუზიანდეს ფილტვები. ზოგი ადამიანი ძალიან ბევრს ეწევა და გულმკერდის არეში ტკივილს განიცდის ფილტვების ბლოკირების გამო. ხშირად, ორგანიზმში უჯრედების ბალანსიც ირღვევა და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს  კიბოს გამომწვევი უჯრედების განვითარებას არა მხოლოდ ფილტვებში, არამედ პირის ღრუსა და ყელში.

იმისთვის თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ პრობლემის მოგვარებას, პირველ რიგში თქვენი ფილტვებიდან უნდა გამოდევნოთ ტოქსინები და სიგარეტისგან დარჩენილი მავნე ნივთიერებები. შეგიძლიათ მიირთვათ გარკვეული საკვები ნაერთებით, რომლებსაც აქვთ არასასურველი ნივთიერებების მოცილების შესაძლებლობა. სუფთა ფილტვები ხელს უწყობს ინფექციებისა და კიბოს შემცირებას. იგი ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელ რესპირატორულ სისტემას.

როგორ გავწმინდოთ ფილტვები?

ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ეფექტური სასმელი, რომელიც დაგეხმარებათ ფილტვების გაწმენდაში არის ხახვის, თაფლისა და კოჭას ნაერთი.

ჯანჯაფილი იგივე კოჭა: ამ სანელებელს აქვს ფილტვებისგან დამატებითი ლორწოს ამოღების უნარი. ჯანჯაფილი ცნობილია თავისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და შეუძლია ტოქსინების აღმოფხვრაც კი.

ხახვი: მას შეუძლია თავიდან აიცილოს სხვადასხვა რესპირატორული დაავადება და დაეხმაროს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ერთი კილოგრამი ხახვი
  • ერთი პატარა კოჭას ფესვი, გაწმენდილი
  • ერთი ლიტრი წყალი
  • 400 გრამი თაფლი

მომზადება და გამოყენება:

ქვაბში მოათავსეთ 1 ლიტრი წყალი და თაფლი. რამოდენიმე წუთი ადუღეთ. დუღილის დროს დაუმატეთ წინასწარ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაჭყლეტილი კოჭას ფესვი. შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. ცეცხლზე გედგათ იმდენ ხანს სანამ მასა არ განახევრდება. შემდეგ გადმოდგით ნარევი და გაწურეთ. მიღებული სითხე შეინახეთ ქილაში, სანამ არ გაცივდება. შემდეგ შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ყოველ დილით და საღამოს  ჭამამდე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია