ხალხური რეცეპტი, რომელიც სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ

3587

ხალხური რეცეპტი, რომელიც სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენში მრავალი ცვლილება ხდება როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ამ ცვლილებებთან გამკლავება შეიძლება სტრესული გახდეს. სიცოცხლისუნარიანობა, რაც ადრე გვქონდა, როდესაც უფრო ახალგაზრდა კაცები და ქალები ვიყავით, აღარ არის.

ორგანიზმში მართლაც არსებობს ბუნებრივი დაბერების პროცესები, ისინი ფიზიოლოგიური და შეუქცევადია. მას შემდეგ რაც თქვენს სხეულს შეატყობთ ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს ასაკის მატებასთან ერთად, არ აღელდეთ-მისი შენელება შეიძლება. 

პირველ რიგში განეწყვეთ ფსიქოლოგიურად მის შესახვედრად და მისაღებად. გვინდა თუ არა, ის მაინც გვეწვევა თავის დროზე. მაშინ უკეთესად იგრძნობთ თავს, როდესაც ისწავლით მასთან გამკლავებას, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლილებების თვალსაზრისით.

იმისთვის, რომ გარდაუვალი სიბერისგან გამოწვეული სახის ფორმის შეცვლა შევანელოთ, გიზიარებთ ძალიან ადვილად მოსამზადებელ და რაც მთავარია ეფექტურ სასმელს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრამი თაფლი

100 მლ ლიმონის წვენი

50 მლ ზეითუნის ზეთი

თაფლი ახდენს მრავალი შინაგანი ორგანოს მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ენერგიის მძლავრ წყაროს წარმოადგენს, იცავს სხეულს ნაადრევი დაბერებისგან.

ლიმონი ძალიან სასარგებლოა, მას დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის მეტაბოლურ პროცესებში, რაც ხდება უჯრედულ დონეზე.

ზეითუნის ზეთს აქვს კარგი დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, ვიტამინი E- ს და ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით, ის ნამდვილად უშლის უჯრედების გაცვეთილობას, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას. ამ თვისებებისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცების, აგრეთვე ქალებისათვის, რომელთაც სურთ ახალგაზრდობის გახანგრძლივება.

როგორ მოვამზადოთ?

უბრალოდ აურიეთ ეს ყველა ინგრედიენტი და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ყოველდღიურად უზმოზე. შეინახეთ მაცივარში.შეგიძლიათ მისი მომზადება მცირე ულუფებით ყოველ დილით ამ პროპორციით - ორი ჩაის კოვზი თაფლი - ერთი ჩაის კოვზი ახალი ლიმონის წვენი - 0,5 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

დასასრულს, მინდა დავამატო. გსურთ დარჩეთ ახალგაზრდა და აღარ შეგეტყოთ სახეზე ასაკი? იკვებეთ სწორად, იცხოვრე ცხოვრების ჯანსაღი წესით. იმისათვის, რომ არ დაბერდეთ, უნდა დალიოთ უამრავი ჩვეულებრივი წყალი. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სულის ახალგაზრდობის შეგრძნება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია