თუ ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ, სცადეთ ეს ნიღბები. შედეგით გაოცებული დარჩებით

901

თუ ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ, სცადეთ ეს ნიღბები. შედეგით გაოცებული დარჩებით

სახის კანისათვის სასარგებლო ზოგი კოსმეტიკური ნიღაბი სახლის პირობებში იოლი დასამზადებელია და ამდენად ყველა წალისათვის ხელმისაწვდომი.

ნიღბის გაკეთების წინ სახე უნდა გავისუფთავოთ, შემდეგ გულაღმა დავწვეთ და წინასწარ გამზადებული მასა მთელ სახესა და ყელზე დავიდოთ, თვალების გარშემო კი დავიფაროთ რომელიმე ზეთში (ზეითუნის, მზესუმზირის, ატმის, ნუშის) დასველებული ბამბის დისკები. ნიღაბს გავიჩერებთ 10-15 წუთს, შემდეგ სახესა და კისერს მოვიბანთ ნელ-თბილი წყლით და წავისვამთ მკვებავ კრემს.

გვინდა გასწავლოთ რამდენიმე რეცეპტი ცხიმიანი კანისთვის, რომლის მომზადებას სახლის პირობებშიც შეძლებთ:

1. ხაჭოს ნიღაბი- 1 ს/კ ხაჭო და 1 ჩ/კ მაწონი ან კეფირი ერთმანეთში აურიეთ, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ მოიბანეთ თბილი წყლით და ჯერ კიდევ ნამიან სახეზე წაისვით სახის მკვებავი კრემი.

2. საფუარის ნიღაბი-  გახსენით 10-15 გრამი საფუარი წყალბადის ზეჟანგის 3%-ან ხსნარში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით. დროის გასვლის შემდეგ მოიცილეთ ნიღაბი თბილი წყლით, შემდეგ შეისხით სახეზე ცივი წყალი, შეიმშრალეთ და ცოტათი ნამიან კანზე წაისვით რომელიმე სახის დამატენიანებელი.

3. გვირილის ლოსიონი-1-4 ლიტრ წყალში მოხარშეთ 2 ს/კ გვირილის ყვავილი. ნახარში გააცივეთ, გაწურეთ, ბამბის დისკი დაასველეთ ნახარშში და გაიწმინდეთ სახე და ყელი დაბანის შემდეგ.

4. გულყვითელას ნიღაბი- 100 გ. წყალში გახსენით 1 ს/კ გულყვითელას სპირტხსნარი. მიღებული ნარევით დაასველეთ ბამბის დისი. ეს დისკები დაიდეთ სახეზე ყველგან თვალების, პირისა და ცხვირის გარდა. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიცილეთ, ხოლო სახე მშრალი ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ.

5. ცილის ნიღბი- ათქვიფეთ კვერცხის ცილა. დაამატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 20 წთ-ით. ასეთი ნიღაბის შემდეგ პუდრი არ იხმაროთ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია