როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს? 3 ეფექტური საშუალება

4955

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს? 3 ეფექტური საშუალება

თუ თქვენ შეამჩნიეთ ფეხის ფრჩხილების ცვლილება, როგორიცაა გამკვრივება, გასქელება ან ფერის შეცვლა (ჩვეულებრივ მოყვითალო), შეიძლება გქონდეთ ფრჩხილების სოკო. არ ინერვიულოთ, ეს, როგორც წესი, არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას.

ფრჩხილის სოკოს მკურნალობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია სიმპტომების ტიპზე და სიმძიმეზე. ადგილობრივი მკურნალობა რეკომენდებულია ფრჩხილის სოკოს ყველა ეტაპზე.

სოკოს მოშორების მრავალი გზა არსებობს. ჯერ სცადეთ სოკოს მოცილება  სახლში ბუნებრივი მეთოდებით. თუ პრობლემა გამეორდება ან შედეგს არ გამოიღებს თვითმკურნალობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ იმკურნალოთ ფეხის სოკო სახლში, ბუნებრივი მეთოდებით.

ამიაკის ხსნარი

1 ს/კ ამიაკი მოათავსეთ 1 ჭიქა წყალში. მიღებულ ხსნარში დაალბეთ ქსოვილი, (გარდა სინთეზური). შემდეგ ამოიღეთ ნაჭერი ხსნარიდან, ოდნავ გაწურეთ და შეიხვიეთ დაზარალებული თითი. შეხვევის შემდეგ შემოიხვიეთ პლასტიკური მატერია და ზემოდან ჩაიცვით წინდა.

ეს პროცედურა გაიმეორეთ5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სოკო მთლიანად გაქრება.

კვერცხი და ძმარი

ამ მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ცალი უმი კვერცხი; 1 ს/კ ძმარი; 1 ს/კ მცენარეული ზეთი; 1 ჩ/კ დიმეთილფტალატი.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. მიღებული მალამო შეინახეთ მაცივარში.

საღამოს, ძილის წინ, მალამო უნდა წაუსვათ დაზიანებულ ზედაპირზე და შემოიხვიეთ პარკი,შემდეგ კი ზემოდან ამოიცვით წინდები. 5 დღეში ფეხის სოკო დაიწყებს ალაგებას. ძველი დაზიანებული ფრჩხილი გაიწმინდება და ახალი ფრჩხილი დაიწყებს გაზრდას.

პროპოლისის ნაყენი

ბამბის ტამპონით აუცილებელია 20% პროპოლისის ნაყენი ალკოჰოლზე შეიზილოთ დაზიანებულ ზედაპირზე. მალე დაზიანებული ფრჩხილი დაიწყებს მოცლას და მის ადგილზე ჯანმრთელი ფრჩხილი გაიზრდება.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია