ბუნებრივი სისხლის გამათხელებელი თრომბის თავიდან ასაცილებლად

5789

ბუნებრივი სისხლის გამათხელებელი თრომბის თავიდან ასაცილებლად

სისხლის გამაფხვიერებელი არის მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს სისხლის შეუფერხებლად გადინებას ვენებსა და არტერიებში. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის გამაფხვიერებლები მრავალმხრივ გამოსადეგია,  ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. მაგალითად:

შარდში სიხლის გაჩენა

 ცხვირიდან სისხლდენა

ღრძილების სისხლდენა

ჭრილობებიდან ხანგრძლივი სისხლდენა.

თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და თრომბის საშიშროების შესამცირებლად, ქიმიის გამოყენების გარეშე, ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ გარკვეული საკვები და მწვანილი,რათა თავიდან აიცილოთ სისხლის შედედება.

6 საუკეთესო ბუნებრივი საშვალება თრომბის თავიდან ასაცილებლად:

1. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, იგი დაგეხმარებათ:

სისხლის შედედების შემცირებაში; ხელის უშლის თრომბის წარმოქმნას; ამცირებს ინსულტის რისკი; ხელს უწყობს ჯანმრთელ ცირკულაციას მთელ სხეულში.

გამოიყენეთ ჯანჯაფილი თქვენს ნებისმიერ წვენში, ბულიონში ან მოხარშულ საკვებში.

დღის განმავლობაში დალიეთ 2 ან 3 ჭიქა ჯანჯაფილის ჩაი. ჩაის დასამზადებლად, კოჭას ახალი ფესვის რამდენიმე ცალი აადუღეთ 1 ჭიქა წყალში, გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ჩაი გაწურეთ. სურვილისამებრ დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი გემოვნებით.

2. კურკუმა

კურკუმა ცნობილია, როგორც ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო ბალახი, მაგრამ იგი ასევე მოქმედებს, როგორც ბუნებრივი სისხლის გამხსნელი საშუალებად.

კურკუმინი ხელს უშლის თრომბოციტების დაგროვებას და თრომბების წარმოქმნას.

კურკუმას ყოველდღიური მოხმარება მოქმედებს ანტიკოაგულანტად.

დაამატეთ კურკუმის ფხვნილი ჩაის, სალათებს და სხვა კერძებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ ყოველდღე დალიოთ 1 ჭიქა კურკუმას სასმელი დაძინებამდე.

გაფრთხილება: თუ ვარფარინს იღებთ, ნუ მოიხმართ კურკუმას.

3. ნიორი

ნიორი ძალიან კარგი საშუალებაა თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის და მათთვის, ვისაც თრომბების მომატებული რისკი აქვს. აგრეთვე ნიორი, მოქმედებს როგორც სისხლის გამაფხვიერებელი.

ნიორს ასევე შეუძლია შეამციროს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე, რაც თავის მხრივ ამცირებს ნადების და გულის შეტევების რისკს.

ყოველდღიურად მიირთვით 2 ან 3 ნედლი ნივრის კბილი უზმოზე.

4. დარიჩინი

დარიჩინი კიდევ ერთი ეფექტური ბუნებრივი ანტიკოაგულანტია (შეიცავს კუმარინს).

იგი არის  ტკბილი სუნელი, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას და ანთებას. დარიჩინი ასევე ამცირებს ინსულტის ალბათობას.

შეგიძლიათ დარიჩინი დაუმატოთ, სხვადასხვა კერძებს რომ კერძს შესძინოთ საოცარი არომატი, ამასთანავე საკვები სასარგებლოც გახდება ჯანმრთელობისთვის.

სიფრთხილე: დარიჩინის გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამიტომ, აკონტროლეთ დარიჩინის გამოყენება თქვენს საკვებში.

5. კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკას აქვს ძლიერი სისხლის გამათხელებელი ეფექტი და ასევე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

იგი შეიცავს კაპსაიცინს, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდური დეპოზიტების გაწმენდას, იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რათა გაათავისუფლოს თრომბები.

გარდა ამისა, ეს სანელებელი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და გულის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საკვებში: შემწვარ საკვებს და წვნიანებს დაამატეთ ახლად დაჭრილი კაიენის წიწაკა, კერძი გემრიელი და სასარგებლო გახდება ორგანიზმისთვის.

6. ვიტამინი E

ვიტამინ E- ს გააჩნია მრავალი ჯანმრთელობის სარგებელი თვისება, მათ შორის შეუძლია  სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და თრომბის თავიდან აცილება.

ძალიან ბევრი საკვებია E ვიტამინით მდიდარი, მათ შორის:

კვერცხი; ხორცი; ბურღულეული; ახალი ხილი და ბოსტნეული; კაკალი; ნუში; თხილი.

დალიეთ უამრავი წყალი ყოველდღე თქვენი უჯრედების დასატენიანებლად და მინერალების რეგულარული ნაკადის სტიმულირების მიზნით.

დამატებითი რჩევები:

მოუმატეთ ვარჯიშს, ის საუკეთესო საშუალებაა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

რეგულარული მასაჟი.

შეამცირეთ კოფეინი და ალკოჰოლი.

მოერიდეთ გაჯერებული ცხიმის შემცველი საკვების მიღებას.

შამცირეთ მარილის მიღება.

Facebook კომენტარები