თუ გაციებამ და სურდომ შეგაწუხა, გაემართე მაცივრისკენ, ქათმის კვერცხი დაგეხმარება

24346

თუ გაციებამ და სურდომ შეგაწუხა, გაემართე მაცივრისკენ, ქათმის კვერცხი დაგეხმარება

თუ გაცივდით, სურდომ შეგაწუხათ ან ხველას ვეღარ უმკლავდებით, მაშინ განაგრძეთ ამ სტატიის კითხვა, რადგან დღეს ამ სიმპტომების განკურნების ერთ ძალიან მარტივ ხერხს გაგაცნობთ. დღეს გვინდა გაგაცნოთ ქათმის კვერცხის გამოყენების ხერხები სხვადასხვა დაავადების დროს. 

  1. ხველების შემამცირებელი.

თასში მოათავსეთ 2 ს.კ. მაღალი ხარისხის კარაქი, 2 ქათმის ახალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და  მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

  1. ხანგრძლივი ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს.

10 ქათმის კვერცხის ნაჭუჭი გაახმეთ და შემდეგ დაფხვენით ძალიან წვრილად. გამოწურეთ 10 ლიმონის წვენი და დაასხით კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს. აურიეთ კარგად და მიღებული მასა  მოათავსეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ნარევი გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 3 ჯერ დღეში 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ.

  1. გაციებისა და გრიპის დროს.

შეურიეთ 500 მლ ახალი ოდნავ შემთბარი რძე 1 ქათმის კვერცხს. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი კარაქი. კარგად აურიეთ და მიიღეთ მთელი ღამის განმავლობაში.თქვენ  მეორე დღესვე იგრძნობთ შედეგს, აღარ გექნებათ ხველა არც სურდო.

  1. სახსრების ტკივილის დროს.

მოხარშეთ ქათმის კვერცხი, გამოყავით გული, აიღეთ ნახევარი. ნახევარი ქათმის გული ჩაჭყლიტეთ ჩანგლის დახმარებით თეფშზე. ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი. აიღეთ დაჭყლეტილი კვერცხის გული და ჩაყარეთ მდუღარე მზესუმზირის ზეთში. ხის კოვზით ურიეთ სანამ კვერცხი ბოლომდე არ გაიხსნება ზეთში. შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ ნეილონის საშუალებით. 

შეიზილეთ მტკივნეული სახსრები მიღებული მალამოთი. გამოიყენეთ კომპრესები დღეში 2 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის გაკეთება სასურველია გაკეთდეს ღამით.

მიღებული მალამო შეინახეთ მინის ჭურჭელში, მაცივარში.

Facebook კომენტარები