სახის კანზე პრობლემები გაქვთ? მოამზადეთ სახლის პირობებში ეს არაჩვეულებრივი სახის დასაბანი საშუალებები

1378


ყველა ტიპის სახის კანისთვის:

ინგრედიენტები

A. ქოქოსის ზეთი – ½ ჩ/კ

B. კასტილიის საპონი ( ვეგეტარიანულ ზეთზე დამზადებული) – 1/3 ჭიქა

C. ლავანდას ეთერზეთი – 10-15 წვეთი

D. გაფილტრული წყალი – 2/3 ჭიქა

მომზადება:

ინგრედიენტები აურიეთ პატარა ჯამში, შემდეგ კი ცარიელ კონტეინერში ჩაასხით და მოიხმარეთ.

ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი სახის კანისთვის.

ინგრედიენტები:

A. ½ ჭიქა თაფლი

B. ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი

C. ჩაის ხის ზეთის 10 წვეთი

მომზადება:

აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს.ჩაასველეთ ბამბის ბურთები და დაიმასაჟეთ კანი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები:

A. 1 ს/კ ნუშის ზეთი

B. 1 ჭიქა კასტილიის საპონი

C. 20 წვეთი ჟასმინი არომატისთვის

D. 1 ჭიქა გამოხდილი წყალი

მომზადება:

აურიეთ ეს ყველა ინგრედიენტები ერთმანეთს.

ცხიმიანი ან მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები:

A. ¼ ჭიქა ალოე ვერას გელი

B. 1 ან 2 ჩ/კ ნუშის ზეთი

C. თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი

მომზადება:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნუშის ზეთი და თხევადი კასტილიის საპონი ერთმანეთს შეურიეთ.

ინგრედიენტები:

A. ½ ჭიქა თხევადი კასტილიის საპონი

B. 1-2 ს/კ ზეთი

C. ეთერზეთის 10 წვეთი.

მომზადება:

აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. ცხიმიანი კანისთვის, ზეთი შეურიეთ ალოე ვერას გელს( იხილეთ რეცეპტი ზემოთ). ბუნებრივი სკრაბისთვის შეგიძლიათ ყავის მარცვლებიც დაამატოთ.

Facebook კომენტარები