გაიწმინდეთ ღვიძლი ბუნებრივი მეთოდებით

1841

გაიწმინდეთ ღვიძლი ბუნებრივი მეთოდებით

მთელი სისხლი, რომელიც გამოდის კუჭიდან, გადის ღვიძლში. იგი ამუშავებს და აბალანსებს ამ სისხლს, ასევე ქმნის საკვებ ნივთიერებებს და მეტაბოლიზდება სხეულის გამოყენებისთვის.

სწორედ ამის გამო მიიჩნევა, რომ ეს სტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენ უგულებელვყოფთ ჩვენს ჯანმრთელობას.  დაბინძურებული ღვიძლი უამრავ ზიანს აყენებს ორგანიზმს, რის გამოც ჩვენი კეთილდღეობა უფრო და უფრო უარესდება. ღვიძლი უბრალოდ პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში მთელი სისხლის დამუშავებასა და გაფილტვრაზე.

ღვიძლის მუშაობის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენი დღის რაციონში ბევრი ცხიმია მოხმარებული, რომელიც გარდაიქმნება ტრიგლიცერიდებად და ტრანსამინაზებად, რაც თავის მხრივ ღვიძლის კედლებზე იქნება, რაც ხელს უშლის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას.

თუ ადამიანს აქვს ცხიმოვანი ღვიძლი, ამან შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი ან ჰეპატიტი. თუ თქვენ ჭარბწონიანი ბრძანდებით, თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით.

შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს და ის გამოგიწერთ მედიკამენტებს ცხიმოვანი ღვიძლის სამკურნალოდ. თუმცა ღვიძლის გასაწმენდად არსებობს ტრადიციული ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც მედიკამენტებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები.

ეს საშუალებები არა მხოლოდ გამორიცხავს ღვიძლში ცხიმის უმეტეს ნაწილს, არამედ ხელს უწყობს და აჩქარებს მკურნალობას, რომელსაც ექიმი განსაზღვრავს.

გვირილის ჩაი:

ღვიძლის გასაწმენდად შესანიშნავი არჩევანია გვირილის ჩაი. დალიეთ ძილის წინ, რადგან ის დაგეხმარებათ უკეთესად დაძინებაში და შეამცირებს ტოქსინების დაგროვებას. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 1 კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილები და 1 ჭიქა წყალი.

ადუღებულ წყალშ ჩყარეთ გვირილა და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, როგორც დამატკბობელი.

ჯანჯაფილი და ლიმონის ჩაი:

თბილი სასმელი ჯანჯაფილითა და ლიმონით გააჯერებს სხეულს ეთერზეთებით და ანტიოქსიდანტებით. ღვიძლი უკეთესად იმუშავებს დეტოქსიკაციისა და გაწმენდის შემდეგ.

ამისთვის დაგჭირდებათ: დაახლოებით 3 სანტიმეტრი ჯანჯაფილის ფესვი, 1 ლიმონის წვენი, 2 ჭიქა წყალი.

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ლიმონი და კოჭა. ადუღეთ ნარევი 8-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე და გააგრილეთ.

შვრია:

შვრიის ბულიონი ცნობილია თავისი თვისებებით ღვიძლის გაწმენდისა და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ჭიქა შვრია და 1 ლიტრი წყალი.

კარგად გარეცხეთ შვრია, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დააფარეთ ზწემოდან. გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 1 დღის განმავლოვბაში. დროის გასვლის შემდეგ მიღებული მასა გადაწურეთ და დალიეთ ეს თბილი ნარევი ყოველ საღამოს ძილის წინ და ნახავთ, როგორ იწმინდება ღვიძლი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია