მწყერის კვერცხის ფასდაუდებელი თვისებები თქვენი ჯანმრთელობისთვის

1441

მწყერის კვერცხის ფასდაუდებელი თვისებები თქვენი ჯანმრთელობისთვის

მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს. ამის დამადასტურებელი ცნობებით მდიდარია ეგვიპტური პაპირუსები და ძველისძველი ჩინური რეცეპტები. მწყერის ხორცი რომ გემრიელია, ყველამ იცის, მაგრამ ამ ფრინველის კვერცხზე მოთხოვნილება წინათ რატომღაც უფრო ნაკლები იყო. მრავალ ქვეყანაში ის ეგზოტიკურ პროდუქტად მიიჩნეოდა.

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და, რაც მთავარია, სამკურნალოა. 100 გრამი მწყერის კვერცხი დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს. ცხიმი მასში უფრო მეტია, ვიდრე ცილა, ხოლო ამ ცხიმის ნაწილი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - ქოლინი, ასევე - რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი.

სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

მწყერის კვერცხი კარგია ძვლების გასამაგრებლად და განსამტკიცებლად, გულის, კუჭის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასისა და პროსტატის ფუნქციათა ნორმალიზებისათვის. პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება - მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება. მთავარია, პროდუქტი ახალი იყოს. კარგი იქნება, თუ უმ კვერცხს ერთ ჭიქა წყალს დააყოლებთ. უმ მწყრის კვერცხს ხშირად ამატებენ კარტოფილის პიურეს, წვნიანს ან ფაფას, ოღონდ უკვე მომზადებულს, უშუალოდ ჭამის წინ, რადგან თერმული დამუშავებისას კვერცხში შემავალ სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი იშლება.

ბრონქული ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს კარგია მკურნალობა მწყერის კვერცხითა და თაფლით: კვერცხები უნდა ჩავტეხოთ ჭიქაში, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მივირთვათ ჭამამდე 3 საათით ადრე. დილით, საუზმემდე - ერთი კვერცხი, საღამოს, ვახშმამდე - ორი. ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ. გაციების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ არაყი, 5 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს, ძილის წინ, მიირთვით. დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია