Პანკრეასის მკურნალობა შვრიით

1172

Პანკრეასის მკურნალობა შვრიით

პანკრეასი, იგივე კუჭქვეშა ჯირკვალი, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე დიდი ჯირკვალია. იგი შეუცვლელ ფუნქციებს ასრულებს, ვინაიდან შერეული ჯირკვალია და ერთსა და იმავე დროს საჭმლის მომნელებელ ორგანოსაც წარმოადგენს და ენდოკრინული თვისებებიც ახასიათებს.

კუჭქვეშა ჯირკვ­ალს მჭიდრო კავშირი აქვს საჭმლის მომნელებელ სხვა ორგანოებთან

პანკრეასის წვენი

პანკრეასის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა პანკრეასის წვენის გამომუშავება, რომელიც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად. არცთუ დიდი ზომის მიუხედავად, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს დღე-ღამეში 1-დან 4 ლიტრამდე წვენს. წვრილი გამომტანი სადინარებიდან იგი ხვდება საერთო სადინარში, რომელიც საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება. წვენის შემადგენლობა იმის მიხედვით იცვლება, რა მიირთვა ადამიანმა. ყველაზე მეტი წვენი გამომუშავდება ნახშირწყლოვან საკვებზე, შედარებით ნაკლები – ცილოვანზე და ყველაზე ნაკლები – ცხიმებით მდიდარზე. წვენის გამოყოფა იწყება საკვების მიღებიდან 1-3 წუთში და 6-10 საათის შემდეგ სრულდება. პანკრეასის წვენის 98% წყალია, დანარჩენ 2%-ს კი მისი ფერმენტები შეადგენს.

საბედნიეროდ, პანკრეასის დაზიანების საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ რაციონის გადახედვა და სპეციალური დიეტის დაცვა, რომელიც მისი ფერმენტების აქტივაციისა და შესუსტების ფაზების გათვალისწინებით დგება და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული დიეტების საფუძველს წარმოადგენს.

ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა, რადგან შვრიის მარცვლეული შეიცავს ტონა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც პანკრეასას სჭირდება გამართული ფუნქციონირებისთვის.

შვრია – 250 გ;

წყალი – 500+ მლ.

მომზადება:

Შვრიას დაასხით 500 მლ წყალი და გააჩერეთ 10 საათის განმავლობაში. შემდეგ ცეცხლზე დადგით იმავე წყლით და ნახევარი საათის განმავლობაში მოხარშეთ. განათავსეთ მზა ბულიონი თბილ ადგილას მზის შუქისგან მოცილებით 6 საათის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაწუროთ მარცვლები და  დაამატოთ იმდენი წყალი, რომ ბულიონის საერთო მოცულობამ 1 ლიტრს მიაღწიოს.

Როგორ გამოვიყენოთ:

დალიეთ ნაყენი 7 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 2-3 ჯერ. კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები