ფრთხილად! ზოდიაქოს 3 ნიშანი რომლის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს უნდა ვუფრთხილდეთ!

1523

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მათთან სტაბილური ურთიერთობის წყობა ძალიან რთულია, არამედ იმაშიც, რომ მათ ბევრი და დიდი ტკივილის მოყენება შეუძლიათ…

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის მამაკაცები ორ კატეგორიად იყოფა – ისინი, ვისაც უყვარს თავისი სახლი, თუმცა, ამავდროულად სულ გაღიზიანებულია, ყველას აკრიტიკებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს და ისინი, ვისაც გართობა, თავგადასავლები და ცვლილებები უყვართ. მეორე კატეგორია ხშირად ქორწინდება ანგარებისა და სარგებლის მიღების გამო. რეალურად, მეუღლისა და შვილების მოყვარული მამაკაცი კირჩხიბები, ბოლომდე ბედნიერები არასოდეს არიან და ყოველთვის პოულობენ სასაყვედურო და გასაკრიტიკებელ მიზეზებს. რაც შეეხება ერთგულებას, ისინი ამ მხრივ ნამდვილად ინარჩუნებენ სტაბილურობას, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა მათი მოთხოვნები უმეტესწილად დაკმაყოფილებულია.

მორიელი

ერთად-ერთი საშუალება, რაც დაგეხმარებათ მამაკაც მორიელთან ბედნიერი კავშირის შექმნაში – არის მისი მხარდაჭერა ყველა ინიციატივაში. მორიელი მამაკაცები ვერ იტანენ საწინააღმდეგო სქესის მხრიდან დომინანტურ ქცევას. ისინი პატრიარქალური წყობის მომხრე არიან და უყვართ, როცა თავიდანვე ყველამ იცის, თუ ვინ არის ოჯახში უფროსი. ამასთან, თუ მორიელი ბედნიერია ოჯახურ ცხოვრებაში, მას ფაქტიურად არ შეუძლია შვილების და მეუღლის გარეშე და კარიერასაც კარგად იწყობს, რისი დახმარებითაც ოჯახის უზრუნველყოფაც არ უჭირს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან, თუმცა ამის სწორად და დროულად გამოხატვა ძალიან უჭირთ. მორიელ მამაკაცთან ჰარმონიული კავშირის აგებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუკი დააკმაყოფილებთ მის ყველა მოთხოვნას, როგოც ინტიმურ, ისე ცხოვრებისეულ საკთხებში.

მშვილდოსანი

მშვილდოსან მამაკაცებს სჭირდებათ ჭკვიანი, ძლიერი და ტაქტიკური აზროვნების მქონე მეუღლე, რადგან ისინი მალევე ავლენენ ქალის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს. მათი ინტერესი გარესამყაროს მიმართ უსაზღვროა, შესაბამისად, მამაკაცი-მშვიდლოსანი ფაქტიურად ყველა მოვლენაში მონაწილეობს, რაც მის გარშემო ხდება – და ხშირად ეს ხდება მეუღლისა და ოჯახის საზიანოდ. ასეთ ამამაკაცთან ცხოვრება ადვილია, მაგრამ მისი გრძნობების არასტაბილურობა და წესების იგნორირების ჩვევა, პარტნიორს ხშირად აიძულებს მუდმივად იზრუნოს მასთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

Facebook კომენტარები