სახლში დამზადებული კბილის პასტა- ათეთრებს კბილებს, მკურნალობს კარიესს და ღძილების დაავადებებს

2213

სახლში დამზადებული კბილის პასტა- ათეთრებს კბილებს, მკურნალობს კარიესს და ღძილების დაავადებებს

ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთერთი ინდიკატორია და მისი შენარჩუნება ჩვენთვის ყოველდღიური საზრუნავია, რაც გამოიხატება პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაში. თუმცა, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მხარესაც - ანუ კბილების ფერს.

ჯანსაღი კბილის ფერს განსაზღვრავს ემალი, რომელიც მის გვირგვინს ფარავს, ის ყველაზე მაგარი ქსოვილია ორგანიზმში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათანადო მოვლის გარეშე მას პრობლემები არ ექნება.

ჯანსაღი ემალის ფერის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ის ინდივიდუალურია. ბუნებრივად მას შეიძლება ჰქონდეს ღია მოყვითალო, მოცისფრო ან მონაცრისფრო ფერის ტონალობა და ეს ხშირად ადამიანის გენეტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული, როგორც თვალების და თმის ფერი. თეთრი ფერის ემალი შედარებით იშვიათად გვხვდება ბუნებრივად, რადგან ტონალობა იცვლება ემალის სისქის და ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად.

როგორ მოვიქცეთ, თუ კი ჩვენი კბილის ემალის ფერი არ გვაკმაყოფილებს და ესთეტიკურ დისკომფორტს გვიქმნის? არსებობს ბევრი მეთოდი, როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე.

ჩვენ გასწავლით სახლის პირობებში როგორ დაამზადოთ ეფექტური და ჯანსაღი კბილის პასტა.

ამ კბილის პასტის გამოყენებისას დაივიწყებთ ძვირადღირებულ კბილის პასტებს.

არსებობს ორგანული კბილის პასტები, თუმცა ძვირი სიამოვნებაა. ეს პასტა არის ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი. ის ეფექტურად მკურნალობს ღრძილების და პირის ღრუს პრობლემებს. ასევე ინარჩუნებს კბილის მინანქრისა და ღრძილების ჯანმრთელობას.

ეს პასტა არ არის ფტორი და ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს ძლიერი ინგრედიენტების - სოდა, ქოქოსის ზეთი და ქსილიტოლის წყალობით.
ვინაიდან ისინი ხელმისაწვდომია, ამ ხელნაკეთი კბილის პასტის გაკეთება არის სწრაფი და მარტივი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ნიმას ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ქსილიტოლი (არომატისთვის)
  • 15 წვეთი პიტნის ეთერზეთი / არომატიზატორი

მომზადება:

თქვენ უნდა აურიოთ  ყველა ინგრედიენტი შესაბამის ჭურჭელში, რათა მიიღოთ პასტა. შეინახეთ პასტა მინის ქილაში.

ეს ბუნებრივი კბილის პასტა უნდა გამოიყენოთ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ტიპის კბილის პასტა დღეში არანაკლებ სამჯერ. ეს გაათეთრებს კბილებს, განკურნავს ღრძილების დაავადებას და კბილებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია