გვირილის ნაყენი შეუცვლელია თავისი სამკურნალო თვისებებით

1228

გვირილის ნაყენი შეუცვლელია თავისი სამკურნალო თვისებებით

ბევრმა არ იცის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გვირილა და მისგან მომზადებული ნაყენი უებარი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. მას სასიამოვნო გემო აქვს და ჩაის ნაცვლადაც შეგიძლიათ მიიღოთ.

გვირილა დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავანოიდებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობენ ხელს. გვირილის ყველაზე სასარგებლო ნაწილი – მისი ყვავილია. სწორედ ყვავილი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.

1.აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, გვირილა შესანიშნავად უმკლავდება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებს. ებრძვის ინფექციებს, აცხრობს ანთებას და ხსნის სპაზმებს.

2.გვეხმარება სტრესისისა და შფოთვის დროს

გვირილა – ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა ეს არომატული სასმელი სეროტონინის დონეს ზრდის და მოდუნებაში გვეხმარება. ხსნის სტრესულ მდგომარეობას, შფოთვას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული სტრესის დროს.

3. გვეხმარება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს

გვირილა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროსაც გვეხმარება: დაწყებული შებერილობით და დამთავრებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით.

გვირილის ნაყენი ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს. სპაზმოლიტური თვისებების წყალობით კი ასევე ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს ნაწლავებზე. გვირილა რბილად მოქმედებს ასევე კუჭ-ნაწლავზე, საკვებით მოწამვლის შემთხვევაში.

4. ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს

მენსტრუაცია ქალებისთვის ნამდვილი დისკომფორტია, მით უფრო, თუ ტკივილები ახლავს. გვირილის ჩაი ამცირებს ტკივილს, ხსნის სპაზმს და აწყნარებს ნერვულ სისტემას.

5. გვეხმარება ალერგიის დროს

გვირილა ანტიჰისტამინური თვისებებითაც გამოირჩევა და ეფექტურია ალერგიის დროს. არეგულირებს იმუნური სისტემის პასუხს ალერგენებზე.

6. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

გვირილის ნაყენი არტერიული წნევის დაწევაშიც გვეხმარება, არეგულირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და თავიდან გვაცილებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები