დაალბეთ 4 ცალი ნუში ღამით და მიირთვით დილით. ამის შემდეგ  ყოველთვის გამოიყენებთ ამ მეთოდს!

3693

დაალბეთ 4 ცალი ნუში ღამით და მიირთვით დილით. ამის შემდეგ  ყოველთვის გამოიყენებთ ამ მეთოდს!

იცოდით, რომ გაჟღენთილი ნუში გაცილებით სასარგებლოა ვიდრე მშრალი?

ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, როგორიცაა E ვიტამინი, კალციუმი, თუთია, მაგნიუმი და კიდევ ომეგა -3 მჟავები.

ნუშის შემადგენლობაშია კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი. მასში არის В ჯგუფის ბევრი ვიტამინი – В1, В2, В3, В5, В6, В9, ასევე ტოკოფეროლი (Е ვიტამინი). ნუში შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, მცენარეულ ფლავონოიდებს.

ნუშის სასარგებლო თვისებები

ნუშს, თავისი შემადგენლობის წყალობით, ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ექიმები ადამიანებს ნუშის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ (დაახლოებით 15 ცალი). 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ნუშში შემავალი მცენარეული ანტიოქსიდანტები აწესრიგებს ძილს, ადამიანს შველის სიბერის დროს უძილობისა და სეზონური დეპრესიის დროს.

რატომ უნდა დაალბოთ გამოყენებამდე?

ნუშის მშრალი კანი შეიცავს ფერმენტის ინჰიბიტორს, რომელიც იცავს თესლს ტენიანობისგან. ეს ინჰიბიტორი გამოიყოფა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნუშს დაასველებთ.

გაჟღენთილი ნუში აუმჯობესებს თქვენს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას,  კარგია საჭმლის მონელებისთვის და გაცილებით მეტ ვიტამინს მოგანიჭებთ.

გაჟღენთილი ნუშის ყოველდღიური მოხმარების სარგებელი:

გულისთვის – კალიუმი, ცილა და მონოუჯერი ცხიმები ინარჩუნებს გულის ჯანმრთელობას.

ვიტამინი E ამცირებს გულის პრობლემებს და მაგნიუმი ხელს უშლის გულის შეტევებს.

გარდა ამისა, ეს მინერალები და ვიტამინები ათავისუფლებს ანთებას.

მეტი ენერგია – საუკეთესო გზა მეტი ენერგიის მისაღებად არის დღეში ერთი მუჭა ნუშის ჭამა. მეტაბოლიზმი დაჩქარებულია სპილენძის, მანგანუმის და რიბოფლავინის გამო.

ამცირებს ქოლესტერინს – ვიტამინი E და კალციუმი, რომელიც გვხვდება ნუშში- ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ტვინისთვის – რიბოფლავინი და L- კარნიტინი დადებითად მოქმედებენ თავის ტვინის ნერვულ გზებზე, რაც თავის მხრივ ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს.

ჯანმრთელი ძვლები – ნუშში მინერალების, ვიტამინებისა და ფოსფორის შემცველობის გამო, ძვლები ძლიერდება. ფოსფორი ხელს უშლის ოსტეოპოროზს და აუმჯობესებს კბილებსა და ძვლებს.

წნევის რეგულირება – ნუშში კალიუმის შემცველობა ამცირებს წნევას, ხოლო ნატრიუმის დაბალი შემცველობა აკონტროლებს მას.

კიბოს პროფილაქტიკა – ნუშის სისტემატური მიღებით მსხვილ ნაწლავში საკვების გადაადგილებას აუმჯობესებთ, ამცირებთ მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია