სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024
aviabiletebi
aviabiletebi
მთავარი ჰოროსკოპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ რატომ არ ხართ ბედნიერი?

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ რატომ არ ხართ ბედნიერი?

1558

ვერძი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან ისე ცხოვრობ, როგორც საერთოდ არ მოგწონს. უბრალოდ აკეთებ იმას, რასაც ფიქრობ, რომ უნდა აკეთებდე. ამიტომ, ვერ შეიგრძნობ ბედნიერებას. შეწყვიტე ცხოვრება წესების მიხედვით და მიჰყევი ოცნებებს.

კურო

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან დარდობ ისეთ მოვლენებზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. უბრალოდ დაიჯერე, რომ ცხოვრებაში კარგი რამეები თავისით ხდება. ბედნიერი მაშინ იქნები, როდესაც პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირდები და დააფასებ იმას, რაც გაქვს.

ტყუპები

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან გამუდმებით ფიქრობ რას ფიქრობენ სხვები შენზე. სინამდვილეში, საერთოდ არ უნდა გადარდებდეს ვინ რას ფიქრობს, რადგან ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, შენ რას ფიქრობ მათზე. მოკლედ, ეს ჩაკეტილი წრეა, რომელიც აუცილებლად უნდა გაარღვიო.

კირჩხიბი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან ზედმეტად ხარ ჩართული სხვების ცხოვრებაში და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვს, საკუთარი თავისთვის კი დრო აღარ გრჩება. სხვების დახმარება ძალიან კარგია, მაგრამ პირველ რიგში, შენს თავზე და შენს ცხოვრებაზე უნდა იფიქრო.

ლომი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან წარსულის დავიწყება არ შეგიძლია. უბრალოდ ვერ უშვებ ადამიანებს და მოვლენებს ცხოვრებიდან. საკმაოდ რთულია ასეთი ცხოვრება. ადამიანები მუდმივად იცვლებიან და იცვლები შენც. ნუღარ იფიქრებ ისეთ მოვლენებზე, რაც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ქალწული

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან ყველა ემოციას შენში ინახავ. ნორმალურია თუ შენი ცხოვრება სრულყოფილი სულაც არ არის და კიდევ უფრო ნორმალურია პრობლემებზე ლაპარაკი. არ არის აუცილებელი ყოველთვის ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო.

სასწორი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან გინდა ყველას მოსწონდე, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც საერთოდ არ გადარდებს. ცხოვრებაში მხოლოდ ის ხალხია მნიშვნელოვანი, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. ყველა სხვა ადამიანი უმნიშვნელოა.

მორიელი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან მუდამ გეშინია რას იფიქრებენ შენზე და ხომ არ განსჯიან შენს ქმედებებს. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, მთავარია საკუთარი თავის წინაშე იყო მართალი და გულწრფელი.

მშვილდოსანი

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან ტყუილში ცხოვრობ. მუდამ ცდილობ იყო ის, ვინც სხვებს გააბედნიერებს. მაგრამ ვინ იფიქრებს შენზე? შეეცადე აღარ იფიქრო სხვების ბედნიერებაზე და საკუთარ სურვილებზე კონცენტრირდე.

თხის რქა

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან უამრავი იდეა გაქვს, თუმცა არასოდეს იწყებ რომელიმეს განხორციელებას. დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ რამე უნდა გააკეთო. მიენდე საკუთარ თავს და დაიწყე იმის კეთება, რაც ნამდვილად გინდა.

მერწყული

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან მუდამ ისეთ რამეებს აკეთებ, რაც სიამოვნებას არ განიჭებს. შენ გიყვარს თავისუფლება, ამიტომ სცადე ისე იცხოვრო, რომ რაც შეიძლება მეტად იგრძნო ის. ახალი დასაწყისისთვის, არასოდესაა გვიანი.

თევზები

შენ არ ხარ ბედნიერი, რადგან მუდამ მეტი გინდა. ცხოვრებაში იმდენს მიაღწიე, შენ კი მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რა შეგეშალა. დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იღბლიანი ხარ და რა საინტერესოა შენი ცხოვრება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დაკოპირება ისჯება კანონით ! !