გამოიყენეთ ეს საშუალებები ფრჩხილების გასამაგრებლად. შედეგი გაგაოცებთ

2000

გამოიყენეთ ეს საშუალებები ფრჩხილების გასამაგრებლად. შედეგი გაგაოცებთ

ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები ყველა ქალის სანუკვარი ოცნებაა. ასეთ ფრჩხილებზე მანიკურიც მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, თუ ფრჩხილი მტვრევადი გახდა, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

მიზეზი,  ხშირად, მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობაა ორგანიზმში. ამისთვის კვების დაბალანსებაა საჭირო.

ფრჩხილების გასაზრდელად სახლის პირობებში შეგიძლიათ შემდეგი წესები დაიცვათ:

  1. ნიორი

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნივრის ფრჩხილებზე წასმა ძალიან ეფექტურია და სწრაფად ზრდის მათ.

1 კბილი ნიორი გაჭერით და მისი შიდა მხრიდან წაისვით ფრჩხილებზე.

30 წუთი დაიტოვეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. უსიამოვნო სუნი ლიმონის გამოყენებით მოიშორეთ.

2. ვიტამინი  E – ს გამოყენება

მოამზადეთ ზეთების შემდეგი ნარევი: თანაბრად აურიეთ ზეითუნის და ნუშის ზეთები, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი E ვიტამინი. მოურიეთ და შეათბეთ. წაისვით ნუნებსა და ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამე.

ეს ნარევი შეიცავს მკვებავ, დამცავ და აღმდგენელ თვისებებს. ეს გამოგადგებათ არამარტო ფრჩხილებისთვის, არამედ, თმის და კანისთვისაც ძალიან ეფექტურია.

ამ პროცედურას თუ მინიმუმ 10 დღე ჩაიტარებთ, მიიღებთ თქვენს საოცნებო ფრჩხილებს.

3. ღამის პროცედურები

ეს ნარევი დაიტანეთ ღამით, ძილის წინ

აბუსალათინის და ნუშის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ვიტამინი E( კაფსულების სახით იყიდება აფთიაქებში). ფრჩხილებზე წაისვით და ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანები, რათა, სწრაფად და ეფექტურად მოხდეს მოქმედება.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა 7 დღის განმავლობაში და ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია