წითელი ღვინის სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის

1629

წითელი ღვინის სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის

მეცნიერები წითელ ღვინოს წლებია იკვლევენ, რომ გაიგონ, თუ ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლო ან საზიანოა. რედაქციამ წამყვანი სამეცნიერო კვლევების მონაცემები შეაგროვა და შედეგები 4 კატეგორიაში გადაანაწილა.

1.  წითელი ღვინო ანთებას ებრძვის

წითელი ღვინო ძალიან მდიდარია პოლიფენოლებით, მათ შორისაა რესვერატროლი, ანტოციანები, კატეხინები და ტანინები (პროანტოციანიდინები და ელაგოტანინები).

კვლევა აჩვენებს, რომ წითელ ღვინოში შემავალ ფენილურ ნაერთებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვთ. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ინსულინის რეზისტენტობას, არამედ ჟანგვით სტრესს ამცირებენ.

2. წითელი ღვინის დალევა ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

ღვინოში შემავალ ფლავონოიდებს ჩვეული სხეულის უჯრედების დაცვა და ჯანსაღი სისხლძარღვების შენარჩუნება შეუძლია. ეს თავის მხრივ, ტვინში ეფექტურ სისხლის მიმოქცევას იწვევს და ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესვერატროლს მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების თავიდან აცილება შეუძლია.

3. წითელი ღვინო ხანგრძლივ ცხოვრებას ხელს უწყობს

დიდ ჯგუფებზე ჩატარებული ხანგრძლივი კვლევები ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებასა და ხანგრძლივ ცხოვრებას შორის კავშირს აჩვენებს.

რესვერატროლის ეფექტის გაძლიერება შეიძლება დაბალანსებული რაციონით – მრავალფეროვანი, მკვებავი, უჯრედისით და მიკროელემენტებით მდიდარი (ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა წარმატებული მაგალითია).

4. წითელი ღვინო განწყობას აუმჯობესებს

2014 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი, რომელმაც წითელი ღვინო არაკომფორტულ გარემოში დალია, ისეთივე კარგ განწყობაზე დადგა, როგორც ფხიზელი ხალხი უფრო სასიამოვნო გარემოში.

ფრთხილად იყავით – გონივრულია უსიამოვნო გარემოს მოშორდეთ, ვიდრე ამის კომპენსირება ალკოჰოლით სცადოთ.

როგორ დავლიოთ წითელი ღვინო ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე?

ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია გირჩევთ, ალკოჰოლის დალევაზე უარი თქვათ ან ძალიან ზომიერად მიიღოთ – 1–2 პორცია დღეში მამაკაცებისთვის და 1 პორცია ქალებისთვის.

თუ სხვადასხვა სახის ალკოჰოლს შორის არჩევანს აკეთებთ, წითელი ღვინო ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით ყველაზე სასარგებლო იქნება.

„ერთი პორცია ალკოჰოლი“ – ეს რამდენია?

  • 350 მლ ლუდი (5 გრადუსი)
  • 150 მლ ღვინო (12 გრადუსი)
  • 90 გრ პორტვეინი (18 გრადუსი)
  • 45 მლ არაყი, კონიაკი, ვისკი ან რომი (40 გრადუსი)

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია