აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ გარგარის კურკა! მიზეზები გაგაოცებთ

2590

აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ გარგარის კურკა! მიზეზები გაგაოცებთ

გარგრის კურკის სასარგებლო თვისებები

გარგრის კურკის სასარგებლო თვისებებს უძველესი დროიდან იყენებენ. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში კურკას აქუცმაცებდნენ და ხმის დაკარგვისა (ლარინგიტის) და ნაწლავების სისუსტის დროს იყენებდნენ.

რა სასარგებლო ნივთიერებებია გარგრის კურკაში? 

1. ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ნაადრევ დაბერებას აფერხებს.

2. კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და რკინა იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს. კალიუმის და რკინის მაღალი შემცველობის წყალობით ანემიას მოგაშორებთ.

3. იოდი და მაგნიუმი თავის ტვინის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს და ჰიპერტონიის ნიშნების გაქრობა შეუძლია.

4. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კუნთებს ინტენსიური ფიზიკური მუშაობის შემდეგ აღდგენაში ეხმარებათ, ასევე კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია.

5. ვიტამინი B17 (ამიგდალინი) სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის.

გარგრის კურკის გამოყენება ხალხურ მედიცინაში
1. გულის არითმიის დროს

არითმიის სამკურნალოდ ასეთი რეცეპტი არსებობს: 0,5 კგ ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში ან სახეხზე გახეხეთ. 20 გამხმარი კურკის ბირთვი დაუმატეთ და 0,5 კგ თაფლი დაასხით.

კარგად აურიეთ და რამდენიმე დღით გრილ ადგილას დააყენეთ. 1 ს/კ დილით, უზმოზე და საღამოს, ვახშმის წინ მიიღეთ.

2. ნეფრიტის დროს

30 გრ გარგრის კურკის ბირთვს 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დაახლოებით 4 საათით დააყენეთ. დღეში სამჯერ, ჭამამდე მიიღეთ. დღეში 65 მლ სასმელი მიიღეთ.

3. ჭიების საწინააღმდეგოდ

ჭიების საწინააღმდეგოდ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ნედლ ბირთვშია შენარჩუნებული. დღეში მაქსიმუმ 40 ბირთვი უნდა შეჭამოთ, ეს რაოდენობა რამდენიმე მიღებაზე გადაანაწილეთ.

4. გულის დაავადების დროს

10 გრ დაქუცმაცებულ ბირთვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ოდნავ გააგრილეთ, შემდეგ გარგრის ჩაი შეგიძლიათ დალიოთ. დალიეთ ყოველდღე, ძილის წინ.

5. ბრონქიტის დროს

ხმელი კურკის ბირთვი დააქუცმაცეთ ისე, რომ ფხვნილი მიიღოთ. შემდეგ 3-5 გრ ფხვნილს 200 მლ რძე ან ჩაი დაასხით. დღეში 2-ჯერ მიიღეთ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია