ეფექტური საშუალება, რომელიც მწერის ნაკბენს სამუდამოდ დაგავიწყებთ
მწერებისაგან თავდასაცავად მრავალი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზებს რეცეპტებს, რომლებსაც სახლში თავად მოამზადებთ.
ეთერზეთებზე დამზადებული ნაყენი
- 2 ს/კ არაყი (ან სამედიცინო სპირტი);
- ½ ჩ/კ არაყი, როგორც კონსერვანტი;
- 2 ს/კ ჟოჟობას, ზეითუნის, ნუშის ზეთი (გამოვიყენოთ ერთი ან რამდენიმე სახეობა);
- 100-110 წვეთი ევკალიპტის, ლიმონის, ლავანდის, როზმარინის, ჩაის ხის, კედარის, პიტნის, დარიჩინის ეთერზეთები (გამოვიყენოთ ერთი ან რამდენიმე სახეობა).
მომზადების წესი:
არაყს და ზეთს ვურევთ ერთმანეთში, ეთერზეთებს ვამატებთ და კარგად ვურევთ.
მიღების წესი:
კარგად შევანჯრიოთ და შემდეგ მომზადებული მასა ტანზე მივისხუროთ, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ 2-3 საათში.
გამომშრალი ან ახალი ბალახით მომზადებული ნაყენი
- 200 მლ. გამოხდილი წყალი;
- 200 მლ. არაყი ან სამედიცინო სპირტი;
- 3-4 სუფრის კოვზი ლავანდა, სიტრონელა, ლემონგრასი.
მომზადების წესი:
ავადუოთ წყალი და ჩავასხათ კონტეინერში, სადაც ნაყენს ვამზადებთ, შემდეგ ვამატებს ბალახს, კონტეინერს თავზე დავახურებთ და ვაცლით გაცვებას, რის შემდეგაც ვამატებთ 200მლ. არაყს.
ნაყენი ძმრით
ნაყენს ძალიან მძაფრი სუნი აქვს, რომელსაც ტკიპების და სხვა მწერების წინააღმდეგაც იყენებენ.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ გამხმარი ქონდარი;
- 2 ს/კ გამხმარი როზმარინი;
- 2 ს/კ გამხმარი შალფეი;
- 2 ს/კ გამხმარი ლავანდა;
- 4-8 კბილი დაქუცმაცებული ნიორი;
- 1 ლ. ვაშლის ძმარი.
მომზადების წესი:
გამხმარი ბალახი ნიორთან ერთად დიდ შუშის ქილაში ჩავყაროთ და დავასხათ ძმარი. დავაფაროთ პოლიმერული სახურავი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოველ დღე შევანჯღრიოთ. შემდეგ კი შევდგათ მაცივარში.
სანამ კანზე მივისხურებთ იქამდე 1:1 წყალში უნდა გაზავდეს.
გახსოვდეთ, რომ ყველა ეს ნაყენი ძლიერი ეფექტით ხასიათდება, ამიტომ ბავშვებს, ორსულებს და ალერგიულ ადამიანებს მოარიდეთ.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.