გაიწმინდეთ ფილტვები და მთლიანი ორგანიზმი ამ ნაყენის დახმარებით.

4021

გაიწმინდეთ ფილტვები და მთლიანი ორგანიზმი ამ ნაყენის დახმარებით.

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული საშუალება ძალიან ეფექტურია ალცჰეიმერის დაავადების, დიაბეტის, კიბოსა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

ნატურალური სიროფი ფილტვების გასაწმენდად

ინგრედიენტები: 

  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 ს.კ.  გახეხილი ჯანჯაფილი
  • ნახევარი კილოგრამი ხახვი
  • 2 ს.კ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 2 ს.კ. კურკუმის ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • 200 მლ ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, გარეცხეთ, დაჭერით რაც შეიძლება წვრილად და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით 1 ლიტრი წყალი.
  2. დააყოვნეთ ეს მასა 1 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ დადგით ცეცხლზე.
  3. როდესაც წყლისა და ხახვის ნარევი წამოდუღდება, დაუმატეთ კურკუმა, ჯანჯაფილი და წიწაკა. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით (ხის კოვზით მუდმივად ურიეთ).
  4. მზა ნარევი მოაშორეთ ცეცხლს, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ გაგრილებამდე.
  5. გაგრილებული ნარევი გადაწურეთ სუფთა მინის ქილაში და დაუმეტეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, შემდეგ კარგად გადაურიეთ.
  6. დახურული ჭურჭელით შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში.

მიირთვით ფილტვების გამწმენდი ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით უზმოზე და 2 სუფრის კოვზის ოდენობით სადილის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – სიროფის ამოწურვამდე. ამ დროში თქვენი ფილტვები და ორგანიზმი ბოლომდე გაიწმინდება ტოქსიკური ნარჩენებისგან.

რატომ ეს ინგრედიენტები? 

ლიმონი – C ვიტამინის მაღალი შემცველობითა და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ციტრუსი, რომელიც არაჩვეულებრივია სხეულის დეტოქსიკაციისთვის.

კოჭა – საკმაოდ ეფექტური საშუალება, რომელიც ხალხურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება სხეულიდან ტოქსიკური ნარჩენების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ის არეგულირებს სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

კურკუმა – პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ის მდიდარია ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც გვიწყობს ხელს სისხლძრღვების კედლებზე მიმაგრებული ცხიმების დაწვაში და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

თუ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია