ასპირინის გამოყენების 9 გასაოცარი მეთოდი, რომელიც უნდა იცოდეთ!
V საუკუნიდან სალიცილის მჟავას იყენებენ ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე გულის დაავადებების სამკურნალოდ და თრომბის თავიდან ასაცილებლად. ახლა ვისაუბროთ ასპირინის გამოყენების აქამდე უცნობ მეთოდებზე:
1.სასარგებლოა მწერების ნაკბენის დროს. მწერების ნაკბენის ან სხვა რაიმე ნაკბენის შემთხვევაში ანთების და ქავილის მოსახსნელად ეს ტაბლეტი წაისვით.
2.აშრობს აკნეს. თინეიჯერული ასაკის შემდეგაც კი, ზოგჯერ შეიძლება გამოჩნდეს აკნე, მაგრამ მისი ეფექტურად გამოშრობა შესაძლებელია ასპირინის გამოყენებით. ტაბლეტი დაფშვენით და დაუმატეთ ცოტა წყალი, წაისვით აკნეს ადგილებში. შემდეგ ჩამოიბანეთ საპნით და თბილი წყლით.
3. კანის გაახალგაზრდავება. ასპირინის სალიცილის მჟავა მკურნალობს სიწითლეს, შეშუპებას და აკნეს, ასევე აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და ზედმეტ ზეთებს. დაფშვენით 5ც. ასპირინი, შემდეგ აურიეთ ¼ ჭიქა წყალში და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ნარევი წაისვით კანზე და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. კურნავს მაზოლებს. ჯერ უნდა დაფშვნათ 5ც. ასპირინის ტაბლეტი და შემდეგ აურიოთ ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით ფეხებზე და შეიხვიეთ. მხოლოდ 10 წუთის შემდეგ მოიხსენით სახვევი და ეფექტები გაგაოცებთ!
5. აქრობს ქერტლს. დაფშვენით 2ც. ასპირინის ტაბლეტი და გააკეთეთ ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ ეს ფხვნილი თქვენს შამპუნს და დაიბანეთ ასე თმა. ორიოდე წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ. ეს კომბინაცია ეფექტურად მკურნალობს და აცილებს ქერტლს.
6. აშორებს ოფლის ლაქებს. საოცარია, როგორ დაგეხმარებათ ეს მარტივი ხრიკი ტანსაცმლის ლაქების მოცილებაში. უბრალოდ დაფშვენით ასპირინის რამდენიმე ტაბლეტი და დაამატეთ ნახევარ ჭიქა წყალში. ნახევრად ჩამორეცხეთ და ჩატოვეთ ისევ წყალში რამოდენიმე საათით და შემდეგ გარეცხეთ საბოლოოდ.
7. უნარჩუნებს თმას ფერს. შეგიძლიათ დაუბრუნოთ თქვენს თმას ბრწყინვალება და მოცულობა, გახსენით ასპირინის 8 ტაბლეტი 1 ჭიქა თბილ წყალში და წაისვით ხსნარი თმაზე. უნდა გაიჩეროთ დაახლოებით 10-15 წუთი.
8. აშორებს ცხიმს ჭურჭელს. საწმენდი პასტა უნდა მოამზადოთ რამდენიმე დაქუცმაცებული ასპირინისა და წყლის შერევით. შემდეგ გაწმინდეთ ჭურჭელი.
9. ასპირინი ხელს შეუწყობს მცენარეების ხანგრძლივ შენარჩუნებას. ასპირინი დაუმატეთ წყალს, რომლითაც უნდა მორწყოთ მცენარეები. ეს შეაჩერებს ფოთლების ცვენას და უფრო დიდხანს იცოცხლებენ.