წყალბადის ზეჟანგის გამოყენება სილამაზისთვის. 7 საუკეთესო მეთოდი!

3064

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება სილამაზისთვის. 7 საუკეთესო მეთოდი!

სანამ კანზე წყალბადის ზეჟანგს წაისვამთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ ვართ მასზე ალერგიულნი. ამისათვის შეგიძლიათ გააკეთოთ ტესტი კანის მცირე ფართობზე.

წყალბადის ზეჟანგის არსებობა ჩვენს საშინაო მედიცინის კაბინეტში სავალდებულოა, რადგან ის შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა. მაგრამ ის აუცილებელია არა მხოლოდ ჭრილობების სამკურნალოდ. წყალბადის ზეჟანგი ასევე სასარგებლოა სხეულის მოვლისთვისაც.

ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ გვეხმარება ის ჩვენი სილამაზის შენარჩუნებაში.

წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებები

წყალბადის ზეჟანგი (H2O2) ფართოდ გამოიყენება როგორც სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალება. თუ გსურთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან, მაშინ გაითვალისწინეთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ქიმიური ნივთიერება კოსმეტიკური მიზნებისათვის:

კანის ლაქების გასათეთრებლად: ასაკთან ერთად, მცირე ლაქები ხშირად ჩნდება კანზე, განსაკუთრებით სახის კანზე. ეს განპირობებულია მზის ზედმეტი ზემოქმედებით, სიცივით და სხვა მიზეზებით.

კანზე ზოგიერთი ადგილი მუქი ხდება, ვიდრე სხვები და მისი დამალვა რთულია. წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ ამ სიტუაციაში და გაათეთრებს მუქ ლაქებს. მაგრამ იგი უნდა იქნას გამოყენებული  მცირე რაოდენობით.

რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში თქვენ უნდა გაიწმინდოთ თქვენი სახე და გამოიყენოთ ამქერცლავი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელნაკეთი ნიღაბი ან მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი. კარგად ჩამოიბანეთ.

შემდეგ დაასველეთ ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში და წაისვით თქვენი კანის იმ ადგილებში, სადაც ლაქები გაწუხებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩამოიბანე სახე.
გაიკეთეთ ეს პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ, ყოველთვის ღამით.

გამონაყარის მოსაშორებლად: გამონაყარი მხოლოდ მოზარდებში არ გვხვდება. ისინი შეძლება ყველა ადამაიანს გამოუვლინდეს სხვადასხვა პერიოდში მაგალითად, ქალებს მენსტრუაციის დროს, სტრესით დაავადებული ადამიანებს ან მათ, ვინც ძალიან ბევრ ცხიმს ჭამს.

გამონაყარი გამოწვეულია ფორების დახშობით. იმის გამო, რომ წყალბადის ზეჟანგი შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა, ის კლავს ბაქტერიებს, რომლებიც კანზე გროვდება.

რა უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ წაისვით პრობლემურ ადგილებზე წყალბადის ზეჟანგი. ეს უნდა გაკეთდეს შხაპის ან აბაზანის შემდეგ, ძილის წინ. ეს გააკეთეთ ყოველ საღამოს და ნუ დაივიწყებთ დარჩენილი პეროქსიდის ჩამობანვას დილით.

კბილების გათეთრებისთვის: წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ ამ შემთხვევაშიც. განსაკუთრებით  თუ თქვენ გაზრდით ბოსტნეულისა და ხილის მიღებას, როგორიცაა სტაფილო, ვაშლი და ნიორი (უნდა მიირთვათ ისინი ნედლად).

რა უნდა გავაკეთოთ? ეს ძალიან მარტივია: დაასველეთ ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში და კბილების გახეხვის შემდეგ დაიტანეთ ბამბა თითოეული კბილზე ღამით. თუ ამისთვის ნებისყოფა არ გყოფნით დროის დაკარგვის გამო, შეგიძლიათ გამოივლოთ პირი პეროქსიდის ხსნარით 10 წამის განმავლობაში (პეროქსიდის ერთი ნაწილი სამი ნაწილ თბილ წყალში). მაგრამ ეს პროცედურა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ კვირაში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს კბილის მინანქრის დაზიანების რისკი.

ფრჩხილების აღსადგენად: როდესაც ფრჩხილებს მუდმივად ლაქით ვფარავთ, მათ ნორმალურად არ შეუძლიათ “სუნთქვა”. შედეგად, ისინი ადვილად იშლებიან და იქერცლებიან და თეთრი ან ყვითელი ლაქები ჩნდება მათზე.

რა უნდა გავაკეთოთ? ფრჩხილები ნორმალურ ფერს რომ დაუბრუნდეს, საჭიროა თითების ჩადება წყალში 5 წუთის განმავლობაში, რომელსაც რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი უნდა დაუმატოთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და გაიშრეთ ხელები.
გაიკეთეთ ეს პროცედურა ყოველ ჯერზე, როცა ლაქს მოიშორებთ.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა.

Facebook კომენტარები