როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ უპებს თვალებზე

1226

სარკეში იხედებით და თქვენი თვალის უპეები შესიებულია. ვინაიდან ეს კანის დაბერების ნიშანია, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ან მოკლედ მიმზიდველი კოსმეტიკური დეფექტის წინაღმდეგ ბრძოლა.

შეშუპებას შეიძლება მრავალი ფაქტორი განაპირობებდეს: ძილის უკმარისობა, ალერგია, ჰორმონული ცვლილებები, წყლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში... ამ პროცესს ხელს უწყობს ასევე სტრესი, არასრულფასოვანი კვება და ცუდი ეკოლოგიური გარემო.
მეტყველი თვალები ადამიანის ჯანმრთლეობაზე მიუთითებს, მაგრამ რადგან თვალის კანი სახის ყველაზე დაუცველი ადგილია, ორგანიზმის დაბერებისა და ავადობის პირველი ნიშნები, სწორედ აქ ჩნდება. დაბინძურებული გარემოც დიდ გავლენას ახდენს  თვალების მდგომარეობაზე და ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას იწვევს.
1-Minute Photoshop - Remove Dark Circles Naturally - YouTube
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვითაც თვალებს დაღლილობას ავარიდებთ:

რაც შეიძლება ხშირად ახამხამეთ თვალები, ვინაიდან ეს ამცირებს თვალის კუნთის დაძაბულობას და უზრუნველყოფს თვალების ბუნებრივ დატენიანებას.
თუ ისეთი სამუშაო გაქვთ, რომელის შესრულების დროსაც თვალი გეღლებათ, გირჩევთ დროდადრო ამოძრაოთ თვალის გუგები საათის ისრის მიმართულებით და პირიქით. ეს ვარჯიში ყოველი მიმართულებით 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

პერიოდულად შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები რამდენიმე წუთით, ისე, რომ ბადურას სინათლე არ მიეწოდოს, შემდეგ ხელით გაახილოთ. ეს ვარჯიში დაღლილობის მოხსნის გარდა, ამცირებს სისხლქაცევების გაჩენას (სასურველია ეს ვარჯიში დაწოლილმა გააკეთოთ).
იმისათვის, რომ თქვენმა თვალებმა იბრწყინონ და ჯანსაღი იერი შეინარჩუნონ, ურიგო არ იქნება პერიოდულად მათი განებივრება კამის ნახარშის აბაზანებით. ოთახის ტემპერატურის ნახარშში ჩაყავით სახე და თვალები 30 წმ-ის განმავლობაში ახამხამეთ.
თვალში სისხლჩაქცევების მოცილებაში დაგეხმარებათ ვარდისფერ წყალში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებსაც ქუთუთოებზე დაიდებთ და 15 წუთს გააჩერებთ.
თუ გსურთ, ხშირი წარბები და წამწამები გქონდეთ, ძილის წინ აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთი შეიძილეთ.
იმისათვის, რომ გადაღლილ თვალებს სხივი დაუბრუნდეს, დღეში რამდენჯერმე დაიბანეთ სახე სუფთა, გრილი წყლით. შეგიძლიათ მინერალური წყალიც გამოიყენით.

Treat Dark Circles at Home: Foods that help in reducing dark circles naturally - Times of India

ხალხური რეცეპტები

თვალების შეშუპებას ხშირად სიწითლე და ქუთუთოების გაღიაზინება ერთვის. ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ჩაის სალბუნი, ასევე ეფექტურია 1-2%-იანი თბილი ბორის მჟავა ან გვირილის ნაყენი. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ თვალზე 3-5 წუთზე მეტხანს არ უნდა გაიჩეროთ.
საცრემლე პარკისა და ქუთუთოების ანთების დროს გიშველით კორდისკბილას ნაყენის კომპრესები. ან ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 7-10 გ. დაქუცმაცებული ბალახი, რომელსაც 200 მლ. მდუღარე წყალში დააყენებთ.
შესიებული ქუთუთოებისთვის ასევე კარგი საშუალებაა არის ხის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენის კომპრესები (1ს/კ არყის ხის ფოთლები, 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ).
1 ჩ/კ წყვრილად დაჭრლი ოხრახუში და 2 ჩ/კ არაჟანი აურიეთ ერთმანეთში. ეს მასა წაისვით ქუთუთოებზე 10-15 წთ. ზემოდან კი სველი ტამპონები დაიდეთ. ქუთუთოებისთვის სასარგებლოა უმი გახეხილი კარტოფილისა და მასში შერეული 2 ჩ/კ ფქვილისა და ამავე რაოდენობის რძის ნიღაბი.
გარდა ამისა, კანიანად მოხარშულ გაგრილებულ კარტოფილს შუაზე ჭრიან და იდებენ თვალებზე 40 წუთი.

შესიებული უპეების სამკურნალო რეცეპტები

2ს/კ უმი გახეხილი კარტოფილი მოათავსეთ დოლბანდზე და დაიდეთ 15 წუთი შესიებულ ადგილებზე. კანიდან ნიღბის მოშორების შემდეგ, საფეთქლებიდან ქვედა ქუთუთოს მიმართულებით თვალის კიდეებზე წაიხვით ქუთუთოების კრემი. 15 წუთის შემდეგ ჩაიში დასველებული ბამბის მეშვეობით, ძალდაუტანებლად მოიშორეთ ნიღბისა და კრემის ნარჩენები.

1ჩ/კ სალბის ფოთლებს დაასხით 100 მლ. მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. ამის შემდეგ ნახარშის ნახევარი გააცივეთ, ხოლო მეორე ნახევარი- შეათბეთ. შემდეგ ბამბა მოათავსეთ როგორც ცივ, ასევე თბილ ნახარშში და მონაცვლეობით დაიდეთ ორივე თვალზე (თითოეული დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეგამოშვებით, ძილის წინ. ამ კომპრესის შემდეგ მიზანშეწონილია გამოიყენოთ კრემი ქუთუთოებისთვის. ერთი თვის შემდეგ შედეგი თვალსაჩინო იქნება.

უნიკალური ნიღაბი შეშუპებული უპეების სამკურნალოდ

ხორცსაკებ მანქანაში გატარებულ ოხრახუშის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი, იმდენი, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ეს მწვანე მასა დაიდეთ თვალის ქვეშ შესიებულ ადგილებზე და ქუთუთოებზე. ზემოდან დაფარეთ სველი ტამპონებით და გაიჩერეთ 10 წუთი. ფრთხილად ჩამოიბანეთ ნიღაბი და წაისვით მკვებავი საცხი. კრემი წასივით თვალის შიდა ჭრილიდან ქვედა ქუთუთოს გაყოლებაზე. 15 წუთის შემდეგ კრემი მოიშორეთ ჩაიში დასველებული ბამბით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია