ცისტიტი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და უსიამოვნო დაავადებაა - ხალხური მედიცინის რეცეპტები მარტივად აგვარებს ამ პრობლემა
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ- ანთებითი პროცესია.
დაავადება გვხვდება ყველა ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენელთან, თუმცა ქალებში უფრო ხშირია.
ცისტიტით ქალების დაავადება აიხსნება მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან.
მამაკაცებში ცისტიტის არსებობის შემთხვევები იშვიათია. მათთან ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესებთანაა დაკავშირებული.
შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, რომელსაც უმეტესად იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად სხვა მიკრობები.
შარდის ბუშტში ინფექციის მოხვედრის სხვადასხვა გზა არსებობს, ესენია:
- შარდსადენი მილი
- თირკმელი
- მცირე მენჯის ორგანოები, ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით
ცისტიტის დროს შვიტა გიშველით
ჩემი ორგანიზმის სუსტი წერტილი შარდის ბუშტია. როგორც კი ნიავი დამკრავს, მაშინ-
ვე ცისტიტი მეწყება. იძულებული ვარ, პაპანაქება ზაფხულშიც კი ბამბის წინდები ჩავიცვა, მაგრამ თუ მაინც გავცივდი, მორჩა — ანთებას თავს კარგა ხანს ვეღარ დავაღწევ.
გამუდმებით ქიმიური პრეპარატების სმა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წამალი
ხალხური მედიცინის საუნჯეში მეპოვა.
მივმართე თანამშრომელს, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია და მცენარეთა სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობს. სწორედ მან მირ-
ჩია შვიტის ნაყენის მიღება.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტა, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ
ცეცხლზე, დაახურეთ ხუფი და 10 წუთს ადუღეთ. შემდეგ შეფუთეთ, 2 საათს დააყენეთ, გადაწურეთ და სვით თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი ბალახი მოათავსეთ უხეში ქსოვილის ტომარაში და კომპრესივით დაიდეთ შარდის ბუშტზე.
უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტი და დაასხათ 100 მლ 70-პროცენტიანი სპირტი, 3
კვირით დააყენოთ შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწუროთ და შეინახოთ მუქი მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.
ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზავოთ 1 სადილის კოვზ წყალში და
სვათ დღეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში.
ჩემს შვილიშვილს გადატყავებული მუხლები ამავე ნაყენით დავუმუშავე და ჭრილობები თვალის დახამხამებაში შეუხორცდა. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რეცეპტი ვინმეს გამოადგება.