მას შემდეგ რაც 50 წელს გადავაბიჯე ადენომასთან შებრძოლება მომიწია. ხალხური რეცეპტით შევუდექი მკურნალობას და ადენომამ ზრდა შეწყვიტა.

1353

მას შემდეგ რაც 50 წელს გადავაბიჯე ადენომასთან შებრძოლება მომიწია. ხალხური რეცეპტით შევუდექი მკურნალობას და ადენომამ ზრდა შეწყვიტა.

ნახევარი საუკუნე წყნარად გავლიე, ამ სიბერეში კი ბედმა გამოცდა
მომიწყო — წინამდებარე ჯირკვალი საოცარი სისწრაფით გამეზარდა და ცხოვრება ტანჯვად მიქცია.

ჯერ მინდოდა, ჩემი ტანჯვა-წამება დეტალურად ამეწერა თქვენთვის, მაგრამ არ მინდა, ახალგაზრდები შევაშინო, მათ კი, ვისაც ეს ავადმყოფობა გამოუცდია, ალბათ, ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან.

მკურნალობა უროლოგთან ვიზიტით დავიწყე. თავდაპირველად მისი რეკომენდაციების მიხედვით ვმკურნალობდი, მდგომარეობაც შემიმსუბუქდა და ჯიბეც.

მაგრამ, როგორც სულ მალე გაირკვა, ადენომა ზრდას განაგრძობდა. სწორედ მაშინ დავიწყე მისგან თავის დასახსნელი ხალხური საშუალებების ძიება.

ადენომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ხალხურ მედიცინაში აუცილებლად ვიპოვიდი მის სამკურნალო რაიმე რეცეპტს.

მართლაც, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ეს საშუალება მასწავლა:

მომინანქრებულ ჭურჭელში უნდა გაადნოთ 100 გრამი თხის ქონი და ჩაამატოთ 15-
20 გრამი წვრილად დაჭრილი პროპოლისი, შემდეგ ჭურჭელი მდუღარე წყლის აბაზანაში უნდა ჩადგათ და ორთქლზე 2-3 საათი ხარშოთ, ამის შემდეგ კი 1 საათით შეფუთოთ.

როცა ეს ნარევი გაცივდება, გაწუროთ ორფა დოლბანდში ისე, რომ პროპოლისის ნაწილები არ გადაჰყვეს.

რაც დაგრჩებათ, მისგან პატარა სანთლები უნდა დაამზადოთ — სითხე სტერილურ მილში ჩამოასხათ და შემდეგ 1 ან 1,5 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭრათ.

ძილის წინ უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა და შემდეგ სწორ ნაწლავში ჩაიდოთ სანთელი. თუ 4-5 დღის შემდეგ შვება ვერ იგრძენით,მკურნალობა შეწყვიტეთ და 2 კვირის შემდეგ განაგრძეთ.

მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსი ჩავამთავრე, გადავწყვიტე, გამოკვლევა ჩამეტარებინა. არ დაიჯერებთ და აღმოჩნდა, რომ ადენომას ზრდა შეეწყვიტა.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები