Როგორ დავიცვათ თავი კოკსაკის ვირუსისგან ? – პრევენციული მეთოდები

885

Როგორ დავიცვათ თავი კოკსაკის ვირუსისგან ? – პრევენციული მეთოდები

კოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება  მოხდა ნიუიორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება.  ენტეროვირუსული ინფექციები გავრცელებულია ყველგან.

ზომიერი კლიმატისა და სუბტროპიკულ ქვეყნებში (მათ შორის საქართველო) ენტეროვირუსულ ინფექციებს გააჩნიათ სეზონურობა და ეპიდემიური პიკები გვხვდება ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე.

ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კოკსაკის ვირუსი ცირკულირებს  მთელი წლის განმავლობაში. 40-45% გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძუძუთი კვება მკვეთრად ამცირებს დაავადების რისკს. ყველაზე მოწყვლადი 5 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტია.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

დაავადების ერთადერთი წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმია ფეკალურ-ორალური, საყოფაცხოვრებო ან ჰაერ-წვეთოვანი.

დაბინძურებული შეიძლება იყოს საცურაო აუზის წყალი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები, ქვიშის სათამაშო მოედნები და ა.შ. ინკუბაციური პერიოდია 3-დან 6 დღემდე.

კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შიეძლება გამოვლინდეს:

  • არასპეციფიკური ენტეროვირუსული ცხელებით 38.5-40◦C-მდე, გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტით, ანორექსიით, ადინამიით.
  • ხელ-ფეხ-პირის დაავადება (Hand Foot and Mouth Disease)- ვეზიკულურ – წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ფეხის, ხელის გულებზე და პირის ირგვლივ .
  • ჰერპანგინა- ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ბაქტერიულ ანგინაში.
  • ენტეროვირუსული სტომატიტი
  • ენტეროვირუსული ეგზანთემა-ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე
  • ჰემორაგიული კონიუქტივიტი

Პრევენციული ღონისძიებები

ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს, როგორ შეიძლება დაავადების პრევენცია. არ არსებობს კონკრეტული პროფილაქტიკა. შემდეგი ზომები ხელს შეუწყობს ინფექციისგან დაცვას:

ხელების დაბანა (ეს უნდა გაკეთდეს რეგულარულად);

ბოსტნეულისა და ხილის გარეცხვა ჭამამდე

შეიძინეთ ვადიანი  პროდუქტები

შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ უმი, დაუმუშავებელი საკვების მოხმარება;

ცურვა დასაშვებია მხოლოდ ჰიგიენურ ადგილებში;

მოერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს, განსაკუთრებით თუ მათ აქვთ გამონაყარი;

მიზანშეწონილია გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები