ამის ცოდნა მნიშვნელოვანია – 5 განმაცვიფრებელი საშუალება ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

1324

ამის ცოდნა მნიშვნელოვანია - 5 განმაცვიფრებელი საშუალება ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მიზეზებიდან აღსანიშნავია:

იაფი ავიაბილეთები avia.ge

  • სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • სხვადასხვა სახის (მეორეული ხასიათის) ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის შეუღლება;
  • ვაზომოტორული დისტონია, სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიური ლაბილურობა, რომელიც გვაძლევს გაუკუღმართებულ სისხლძარღვოვან რეაქციებს (სპაზმი-დილატაცია). სპაზმი ვითარდება სისხლძარღვის კედლის ტონუსის მზარდი მომატებით, რაც ხშირად იწვევს არა მარტო სისხლძარღვის შევიწროებას, არამედ მისი სანათურის სრულ დახშობასაც;

ემბოლიური იშემიის ფონზე ვითარდება სისხლძარღვის სრული ან არასრული შევიწროება. აღნიშნულ პროცესს საფუძვლად უდევს სისხლის რეოლოგიური და მორფოფუნქციური თვისებების შეცვლა, სისხლძარღვის კედლისა და ტვინის ქსოვილის დაზიანება.

არათრომბოზული იშემია კი შეიძლება განვითარდეს ექსტრაკრანიული მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებისას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსტრაკრანიული სისხლძარღვების შევიწროებას.

სისხლძარღვთა შევიწროების ხელშემწყობი ფაქტორებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას განაპირობებს, უნდა გამოიყოს:

  • კვების თავისებურება;
  • ეკოლოგიური მდგომარეობა;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

ჩამოთვლილ ფაქტორთა გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდეგი ფაქტორები: მემკვიდრეობა, ასაკობრივი მაჩვენებელი, - უკანასკნელ ხანს ხომ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა თითქმის გათანაბრებულია ახალგაზრდა ასაკთან;

თაფლი და ნიგოზი: 5 ცალი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, მწიკვი კოჭა, დარიჩინი კარგად აურიეთ და 1 დღე შინახეთ მაცივარში. მიიღეთ ეს ნარევი 1 სუფრის კოვზი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხახვის წვენი და თაფლი: ერთმანეთს შეურიეთ 1/3 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნატურალური წვენები: ყოველდღე სადილობამდე და ვახშმის წინ, მონაცვლეობით, მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ბროწეულის, ვაშლის და სტაფილოს წვენი.

ოროვანდის ნაყენი: 10 გრამი ოროვანდის ფესვი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით
მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 4 სუფრის კოვზი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

სასარგებლო პროდუქტები: საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი
მანდარინი, პეშვი ქიშმიში და ნიგოზი. 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი,
რომელსაც დამატებული ექნება 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის ნაჭერი. 10-15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ შეუდგეთ საუზმეს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია