დილის სამადლობელო ლოცვა

3298

როდესაც გაიღვიძებთ მადლიერები უნდა იყოთ იმ დღით, რომელიც გაჩუქათ უფალმა და მადლობა შესწიროთ მას.

“რაჟამს აღდგე ძილისაგან, უწინარეს ყოვლისა საქმისა, წარსდეგ კრძალვით ყოვლისმხილველი უფლის წინაშე, გადაისახე პირჯვარი და სამადლობლად ღვთისა ბრძანე” 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო, გვიხსნენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ

Facebook კომენტარები