ნიშნები რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ! გაიგეთ რომელი ვიტამინის ნაკლებობა აქვს თქვენს ორგანიზმის

2210

A ვიტამინი გჭირდებათ, თუ კანი გამოგიშრათ, დაგიქვეითდათ მადა, გაგიფუჭდათ მხედველობა, გინდებათ ნესვი.
ორგანიზმში A ვიტამინის უკეთ შეთვისებას ცხიმი უწყობს ხელს. თუ დიეტაზე ხართ და უარი თქვით ცხიმიან საკვებზე, ორგანიზმს გაუჭირდება A ვიტამინის ათვისება. ამიტომ გაამდიდრეთ რაციონი ცხიმიანი თევზით, კვერცხის გულით, კარაქით. მიირთვით ყვითელ-ნარინჯისფერი პროდუქტები (სტაფილო, ტკბილი წიწაკა).

B ვიტამინი გჭირდებათ, თუ ხშირად გაქვთ სურდო,  უძილობა გტანჯავთ, თმას დაეკარგა ბრწყინვალება და გცვივათ, ამინდის ცვალებადობის დროს გეწყებათ თავის ტკივილი.
მიირთვით ბოსტნეული, მარცვლეული, კომბოსტო (უმი და მწნილის სახით), მსხვილად დაფქვილი ხორბლის პური და თხილი (ან მზესუმზირა) არანაკლებ 50 გრამისა დღეში.

C ვიტამინი გჭირდებათ, თუ გიჭირთ კონცენტრირება, ცუდად გიხორცდებათ ჭრილობები, კბილების ხეხვის დროს სისხლი გდით ღრძილებიდან, გასუქდით, მიუხედავად იმისა, რომ უწინდებურად იკვებებით.
მიირთვით ციტრუსები, ბროკოლი, ისპანახი. დალიეთ ასკილის ნაყენი, ჩაი მატე. შეამცირეთ ან საერთოდ უარი თქვით ნიკოტინსა და ალკოჰოლზე, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის C ვიტამინს.

D ვიტამინი გჭირდებათ, თუ  გაღიზიანებული ხართ, სისუსტეს გრძნობთ, სახსრები გაწუხებთ,
გაგიფუჭდათ კბილის საფარის მდგომარეობა.
D ვიტამინის ნაკლებობის გამო, რომელსაც ორგანიზმი ულტრაიისფერი სხივებიდან იღებს, ორგანიზმი ცუდად ითვისებს კალცს. ამიტომაც ზარალდება კბილები და ძვლები. ხშირად ისეირნეთ მზეზე, ეწვიეთ სოლარიუმს. პროდუქტებიდან მიირთვით: ოკეანის ცხიმიანი თევზი, სალათები მცენარეული ზეთით შეაზავეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია