ლოცვა ჟამიანობისა და ეპიდემიის დროს, რომელსაც სასწაულებრივი ძალა აქვს.

1590

ლოცვა ჟამიანობისა და ეპიდემიის დროს

უფალო ღმერთო ჩუენო, ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, და მოგვზღუდე ჩუენ ზედა აღძრულისა მომ-სრველისა სენისაგან. შეგვიწყალენ მდაბალნი და უღირსნი ესე მონანი შენნი, რომელნი მხურვალითა სარწმუნოებითა და შემუსრვილითა გულითა მოლტოლვილ ვართ შენდა მომართ, მოწყალისა და კაცთმოყუარისა ღმრთისა მომართ ჩუენისა და მოწყალებასა შენსა ზედა დაგვიძს ყოველი სასოებაი ჩუენი.

მერმეცა გევედრებით შენ, უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოწყალებითა შენითა დაგვიფარო ჩუენ ზედა აღძრულისა მომსვრელისა სენისაგან და განარონო ერი შენი სულთა და ხორცთა მოკუდინებისაგან, სნეულთა კურნებაი და სიმრთელეი მიჰმადლე, და ჩუენ ყოველნი მოგვზღუდე ღმრთეებრივითა მფარველობითა შენითა. გევედრებით შენ, მოწყალეო უფალო, მსწრაფლ შეისმინე და შეგვეწიე მოწყალებითა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მერმეცა გევედრებით შენ, მოწყალეო უფალო, დაცხრობასა კაცთა მღელვარებისა და ყოვლისა შიშისა და ძრწოლისასა, მოზღუდე ყოველნი მოსავნი შენნი მტკიცითა სასოებითა და დაამკვიდრე გულთა შინა ჩუენთა მშვიდობაი და ყუდროებაი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალე.

რამეთუ შენი არს შეწყალებაი და ხსნაი ჩუენი, ღმერთო ჩუენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუუნისამდე. ამინ.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Facebook კომენტარები