ლოცვა ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ:

2109

ლოცვა ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ:

ჰოი, წმიდაო, სათნომყოფელო ღმრთისაო, მღვდელმოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლშემწეო და მლოცველო
ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესე;

ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა მოგვმადლოს ჩვენ უძლურებათა შინა განმტკიცება, მწუხარებათა შინა ნუგეშინისცემა, და მოგვანიჭოს ჩვენ ყოველი სარგებელი ცხოვრებისა
ჩვენისათვის.

აღავლინე უფლისა მიმართ მრავალძა-
ლი ლოცვა შენი, რათა დაგვიცვას ჩვენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩვენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩვენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩვენთაგან.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გვეყავნ ჩვენ მცველად შეურყეველად ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩვენ განსაცდელსა შინა მოთმინება;

და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა შეწევნა მოგვივლინე მაწამებელთა ჩვენთაგან რომელნი შეგუემთხვივნეს ჰაერთა შინა საზუერეთასა, რათა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები