რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ძუძუს კიბოსგან დავიცვათ თავი

1060

სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ძალიან გავრცელებულია და მისი დამარცხება საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ არის ისეთი დაგვიანებული შემთხვევებიც, როდესაც მედიცინა უძლურია.

უმჯობესია პრევენციული ზომების ჩატარება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის შემცირებაში.

1. ყოველ 6 თვეში ერთხელ გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-მამოლოგთან. მცირე კვანძის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ექიმი დროულად დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანია თვითგასინჯვაც.

მოისინჯეთ მკერდი კვირაში სულ ცოტა, 2-3-ჯერ. თუ რაიმე სიმაგრეს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ! მკურნალობის დროული დაწყება სწრაფი გამოჯანმრთელების საწინდარია.

6 სიმპტომი, რაც მკერდის კიბოს ახასიათებს
2. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მკერდის კიბოს გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი ჰორმონული ფონის დარღვევაა. ეს შეიძლება გამოიხატოს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტით, ხასიათის ცვალებადობით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ინტენსიური ზრდით და სხვა. თუ ამგვარ ცვლილებებს შენიშნავთ, მიმართეთ სპეციალისტს.

ასეთ შემთხვევაში ინიშნება პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ჰორმონების გამომუშავებას. მკურნალობა ინდივიდუალურია და მთლიანად დამოკიდებულია ქალის ორგანიზმზე. ამიტომ მეგობრების რჩევების გათვალისწინების ნაცვლად, ექიმის რეკომენდაციები ზუსტად შეასრულეთ.

3. ტრავმაც ძუძუს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ამიტომ მკერდს ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ. მკერდზე რაიმე სახის ზეწოლის ან ტრავმის შემთხვევაში განაგრძეთ მასზე დაკვირვება (გულდასმით გაისინჯეთ). სასურველია ექოსკოპიური კვლევაც.

4. არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენციისთვის D ვიტამინი. მიიღეთ პოლივიტამინები ან უშუალოდ ვიტამინი D.

5. სპორტი, ექიმების აზრით, საუკეთესო პროფილაქტიკაა. ფიზიკური დატვირთვა (ფიტნესი, ცურვა, უბრალოდ, ფეხით სეირნობა) ებრძვის დაგროვილ ცხიმებს, რომლებიც ქალის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ესტროგენის გამოყოფას უწყობენ ხელს. ამ ჰორმონს შეუძლია ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა. ამიტომ ნუ დაიზარებთ, დღეში 15 წუთი ფიზიკური აქტივობა შეამცირებს რისკს.

6. ასევე მნიშვნელოვანია ქალის ჯანმრთელობისათვის სწორი, ბალანსირებული კვება. მუდმივად მიირთვით ვაშლი, სტაფილო, კომბოსტო, ხახვი, პომიდორი, ბროკოლი. ძალიან სასარგებლოა ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაის ხშირად მიღება.

7. გაუფრთხილდით ნერვებს. სულ უფრო მეტი მედიკოსი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სტრესი ამ დაავადების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ისწავლეთ ემოციების გაკონტროლება და დაგროვილი უარყოფითი ენერგიის სწორად "განდევნა". იყავით მუდამ ჯანმრთელნი, ძვირფასო ქალბატონებო!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია