როგორ გავიგოთ, გაქვთ თუ არა ინსულტი? ამ ინფორმაციას შეუძლია გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე!!!

1418

როგორ გავიგოთ, გაქვთ თუ არა ინსულტი? ამ ინფორმაციას შეუძლია გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე!!!

ამ ინფორმაციას შეუძლია გადაარჩინოს არა მარტო თქვენი სიცოცხლე!

როდესაც სისხლი არ აღწევს ჩვენს ტვინში სწორი მიმართულებით, ხდება ინსულტი. დღეს თქვენ კი შეისწავლით თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ამ მდგომარეობის ძირითადი გამაფრთხილებელი ნიშნები.

ისევე, როგორც გულის შეტევა ხდება, ინსულტიც ჩვეულებრივ გამოწვეულია არტერიის ობსტრუქციით, რომელიც ხელს უშლის სისხლს ტვინამდე სათანადო რაოდენობით მიაღწიოს. ეს ბლოკირება შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის შედედებით ან ცხიმოვანი დეპოზიტით.

დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ინსულტი, რათა შემცირდეს თქვენს ჯანმრთელობაზე შეტევის რისკი და გადაარჩინოთ სიცოცხლე.

Რისკის ფაქტორები:

სქესი: მამაკაცებს უფრო მეტად ემუქრებათ ინსულტის რისკი, ვიდრე ქალებს.

თამბაქოს მოწევა: თამბაქოში არსებული ქიმიკატები ზრდის არტერიების კედლებში თრომბოციტების დაგროვებას, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის შედედება, და არტერიების დაბლოკვა.

ქოლესტერინი: ქოლესტერინი აზიანებს არტერიების კედლებს, რაც აადვილებს ცხიმების შეწოვას მათში.

ჰიპერტენზია: მაღალი წნევა ინსულტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
შაქრიანი დიაბეტი: ორგანიზმში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს არტერიების კედლები.

რასა და ეთნიკური წარმომავლობა: დადასტურებულია, რომ მუქი კანის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ინსულტის შეტევებისკენ.

ინსულტის გამოვლენის სიმპტომები:

აქ მოცემული ინსულტის ძირითადი სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გაგაფრთხილოთ.

– უგრძნობლობა სხეულის ერთ მხარეს (სახე, მკლავი, ფეხი).
– მეტყველების პრობლემები
– მხედველობის პრობლემა
– ცუდი კოორდინაცია და წონასწორობის დაკარგვა
– უეცარი თავის ტკივილი აშკარა მიზეზის გარეშე, ასევე გონების დაკარგვა ან უეცარი სისუსტე

რა უნდა გააკეთოს ინსულტის შემთხვევაში?

როდესაც ინსულტის სიმპტომები გამოვლინდება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის  სასწრაფო დახმარების გამოძახება რაც შეიძლება მალე. მნიშვნელოვანია დაწოლა, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის დაზიანება, თუ შემდგომში გონებას დავკარგეთ.

ამ მდგომარეობის დროს პირველ 30 წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ რაიმე მედიკამენტი სპეციალისტის რჩევის გარეშე.

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი?

– დაამატეთ თქვენს დიეტას საკვები, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული
– განახორციელეთ ფიზიკური ვარჯიში კვირაში მინიმუმ 3-ჯერ
– მიიღეთ კარდიო ასპირინი ყოველდღიურად
– აკონტროლეთ თქვენი არტერიული წნევა, ყოველდღიურად დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო

გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია ყველა თქვენს მეგობარს; ამან შეიძლება გადაარჩინოს ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე.

Facebook კომენტარები