ინსულტის 5 ადრეული ნიშანი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეთ! აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს!

1547

ინსულტის 5 ადრეული ნიშანი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეთ!

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს!

თუ მართლა ფიქრობთ, რომ ინსულტი ტვინში უბრალოდ მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემაა, მაშინ ცდებით. ეს არ ჰგავს სხვა სახის დაავადებებს და მას არც გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს, რომლებსაც რეალურად შეამჩნევთ.

ინსულტი ხდება მაშინ, როდესაც ტვინში სისხლის მიმოქცევა მთლიანად ჩერდება და ტვინის უჯრედები იწყებენ სიკვდილს.

ასევე, ნუ იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ინსულტი მარტო ხანდაზმულებს ემართებათ. Medicine.Net-ის ინფორმაციით, ინსულტის გამო ყოველდღიურად საავადმყოფოში 65 წლამდე ასაკის 35-ზე მეტი ადამიანი თავსდება.

მაღალი არტერიული წნევა, ასევე მაღალი ქოლესტერინი და მოწევა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლები ხელს უწყობენ და იწვევენ ინსულტს.

აქ კი წარმოგიდგენთ ინსულტის გამაფრთხილებელ 5 ნიშანს, რომელიც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ:

ხელის სისუსტე:

ინსულტის მქონე ადამიანები ჩვეულებრივ მოულოდნელად გრძნობენ სისუსტე ან დაბუჟება სხეულში და ეს ჩვეულებრივ ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ მხარეს. WebMD-მა ამ სიტუაციაში რეკომენდაცია გაუწია ყველა დაზარალებულს, რომ აწიოს ხელები თავს მაღლა და დააკვირდნენ, შეუძლია თუ არა ამის გაკეთება? და ერთი მკლავი მნიშვნელოვნად დაბლა ხომ არ არის მეორეზე?

ძლიერი თავის ტკივილი:

WebMD-ის თანახმად, მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ინსულტის სიმპტომზე, განსაკუთრებით სხვა სიმპტომებთან ერთად. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ რამდენიმე სიმპტომი შეიძლება ასევე გამოვლინდეს შაკიკის დროსაც, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ პაციენტთან, არის თუ არა თავის ტკივილი მისთვის უჩვეულო და ამის შემდგომ მოახდინოთ სწორი ჩარევა.

დაბნეულობა: ინსულტის ასოციაციამ აჩვენა მოულოდნელი დაბნეულობა, როგორც ინსულტის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს შეიძლება რეალურად ნიშნავდეს სხვა ადამიანების გაგების ან თუნდაც აზრების გამოხატვის აქამდე არადამახასიათებელ უუნარობას.

მეტყველების სირთულე:

ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ინსულტი, უჭირთ მკაფიო საუბარი და აქვთ მიდრეკილება საუბრის უუნარობაზე. HealthLine-მა გვირჩია, რომ ამ დროს ეჭვების გასაქარწყლებლად სთხოვეთ პაციენტს გაიმეოროს ის, რასაც თქვენ ამბობთ და ყურადღება უნდა მიაქციოთ, გამოთქვამენ ისინი ყველა სიტყვას მკაფიოდ თუ უჩვეულოდ უჭირთ ეს ყოვეილვე.

ბალანსის პრობლემები:

Medicine.Net-ის ცნობით, ინსულტის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გაუთვალისწინებელი პრობლემები წონასწორობასთან და კოორდინაციასთან ერთად. თუ არ ხართ დარწმუნებული ამ ყოვეივეში, შეგიძლიათ სთხოვოთ მათ ცხვირზე თითი მიიდონ ან თუნდაც სწორ ხაზზე გაიარონ.

Facebook კომენტარები