ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე!! დაე ყველა იცნობდეთ მას..
ამ მცენარეს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, ანტიჰისტამინური, შარდმდენი და ჰემოსტატიკური თვისებები.
მრავალძარღვა არის მწვანე მცენარე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ ადგილას, აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. ის გამოიყენებოდა ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ეს ყველაფერი კი მისი ძლიერი სამკურნალო თვისებებისდა გამო. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, K ვიტამინს, კალციუმს და ბეტა-კაროტინს.
ასევე ამ მცენარეს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, ანტიჰისტამინური, შარდმდენი და ჰემოსტატიკური თვისებები.
მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ მიირთვათ უმი სახით ან დაამატოთ იგი სალათებშიც. მათი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს ტკივილს და ქავილს კანის პრობლემების, ფურუნკულების, მწერების ნაკბენისა და მცირე წყლულების დროს. მათი გამოყენება შეგიძლიათ სიროფის, ნაყენის ან ჩაის დასამზადებლადაც კი.
ამ გასაოცარ მცენარეს აქვს სამკურნალო გამოყენების ფართო სპექტრი. მრავალძარღვა ჩვენი ორგანიზმისთვის პანაცეას ჰგავს და მას შეუძლია საჭმლის მომნელებელი პრობლემების და მენსტრუალური სპაზმების, კანის ნებისმიერი პრობლემის და ართრიტის გადაჭრაშიც კი დაგეხმაროთ.
ორმა ბულგარულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბალახი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ქრონიკული ბრონქიტის დროს. კერძოდ, ფსილიუმის დამამშვიდებელი თვისება მსგავსია გლიცერინისა და პექტინისა, რომლებიც გვხვდება ხველის სიროფებში.
ამ სასწაულმოქმედი მცენარის ფოთლები მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ A ვიტამინის მდიდარ წყაროს, რომელიც მხარს უჭერს თვალის ჯანმრთელობას და იცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. შესაბამისად ეს მრავალმხრივი ბალახი შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მცენარეული ჩაის რეცეპტი:
1 ქ. ლ. ახალი ან ხმელი მრავალძარღვა
1 ჭიქა ადუღებული წყალი
* 1 ჩ.კ თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადება:
ადუღებულ წყალში უნდა მოათავსოთ მთლიანი მცენარე, თესლი, ფესვები და ფოთლებიც. გააჩერეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. თუ ტკბილი ჩაი გირჩევნიათ, დაამატეთ ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ ჩაი და ისიამოვნეთ ჯანმრთელობის მრავალი სარგებელით!