ინდური ნიღბის რეცეპტი თმის ზრდის, მოცულობისა და ბზინვარებისთვის!!
ბერძნული ულუმბო თმის ცვენისთვისაც კი შესანიშნავი საშუალებაა!
ამ საოცარი შედეგების მისაღებად თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ ამ საშუალების თესლი და არა ფხვნილი.
ფხვნილს ხშირად იყენებენ, როგორც სანელებელს სხვადასხვა კერძებისთვის.
თუმცა ამ შემთხვევაში ფხვნილი არ არის შესაფერისი ინფუზიის მოსამზადებლად.
იმასაც ამბობენ, რომ თუ ულუმბოს ნაყენს დალევთ, მეტაბოლიზმი ნორმალიზდება და ეს ინფუზია ქალებს მკერდის გაზრდაშიc დაეხმარება.
თქვენ ამ საშუალების შეძენა შეგიძლიათ სანელებლების მაღაზიებში, ბაზარში ან ინდურ მაღაზიებშიც კი.
ულუმბო ასევე ძალიან იაფია, 100 გრამი თესლი 2 თვე მაინც გეყოფა, თუნდაც ხშირად გამოყენოთ ის.
ულუმბოს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის თმას მოცულობას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, თუ მას შემდეგ როგორ გავიშორბთ: ფენით თუ ბუნებრივი გზით.
შეგიძლიათ დაიძინოთ კიდეც ნესტიანი თმით და დილით დაივარცხნოთ და სუპერმოცულობითი იქნება თვქენი თმა. ასევე ამ საშალების გამოყენება შეგიძლიათ ყოველ დღე.
ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს თქვენც თმას!
მაშ როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ:
* 2 ს.კ. ულუმბოს თესლი მოათავსეთ თერმოსში. დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8-10 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ მთელი ღამით).
* შემდეგ შეანჯღრიეთ თერმოსი და გადაწურეთ საინფუზიო საცრით ან მარლით. ცალკე გამოწურეთ თესლიც.
* თუ დრო გექნებათ თესლი ბლენდერშიც გაატარეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი ზეთი (ბურდოკი, აბუსალათინის, ქოქოსი, სეზამი) და თმის დაბანამდე წაისვით თმაზე ნიღაბივით.
* ინფუზია შეიძლება უბრალოდ შეიზილოთ სუფთა თმაზეც კი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ფესვებს. უკეთესია სველ თმაზე თუ მოითავსებთ, სანამ თმა ჯერ კიდევ არ არის მშრალი, მაგრამ დიდად არ იდარდოთ შეგიძლიათ უკვე მშრალ თმაზეც დაიდოთ.
* კიდევ უფრო მოსახერხებელია ინფუზიის ჩასხმა სპრეის ბოთლში და შესხურება თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე. არაფრის ჩამობანა არ გჭირდებათ! ინფუზია რჩება თმაზე.
გაშრობის დროს თმა ცოტა წებოვანი მოგეჩვენებათ, მაგრამ როცა გაშრება და დაივარცხნით, მსუბუქი, სუფთა და მოცულობითი იქნება. აუცილებლად სცადეთ! თქვენი თმა მადლობას გეტყვით!