6 მარტივი ვარჯიში, რომელიც სწრაფად მოგიხსნით კისრის ტკივილს!

3389

6 მარტივი ვარჯიში, რომელიც სწრაფად მოგიხსნით კისრის ტკივილს!

Შენიშვნა!

სულ უფრო და უფრო ხშირად ვიტანჯებით კისრის ტკივილით იმ დაძაბული ცხოვრების წესის გამო, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ყოველდღიურად გავდივართ, ამიტომ დაღლილობა, სტრესი და შფოთვა საბოლოოდ თავის თავს იჩენს.

ამიტომ, როდესაც კისრის ტკივილი გვაქვს, მაშინვე მივმართავთ ჩვეულებრივ მედიკამენტებს გამაღიზიანებელი ტკივილის აღმოსაფხვრელად, თუმცა უგულებელვყოფთ მათ საშიშროებასაც, რომელის მათ შეიძლება შეუქმნან ორგანიზმს.

თუმცა საბედნიეროდ, დღეს არსებობს ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც შედგება ვარჯიშებისგან, რომლებიც სწრაფად ათავისუფლებს კისრის ტკივილს და არ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.

სწორედ ამ სტატიაში გაჩვენებთ 6 საოცარ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ კისრის ტკივილის მოხსნაში:

რა უნდა გავაკეთოთ კისრის ტკივილის შესამსუბუქებლად?

სავარჯიშო 1. თავი მარცხნივ მოაბრუნეთ და ნელა ჩამოწიეთ, სანამ ნიკაპი მხარს არ შეეხება. გააჩერეთ პოზიცია 5 წამის განმავლობაში. შემდეგ გადახარეთ თავი მარჯვნივ და გააჩერეთ კვლავ 5 წამის განმავლობაში.

შემდეგ თავი მარცხნივ მოაბრუნეთ, უკან გადაწიეთ, კისერი მაქსიმალურად გაწელეთ და გააჩერეთ 5 წამი. მიჰყევით იგივე პროცედურას, გააკეთეთ იგივე მეორე მხარესაც. გაიმეორეთ 10-ჯერ.

სავარჯიშო 2: ნიკაპი ხელებზე დაიდეთ და ხელებზე წინააღმდეგობის გაწევით ეცადეთ თავი გადახაროთ უკან. გაიმეორეთ 15-ჯერ.

სავარჯიშო 3. ხელები კეფაზე დაადეთ, თავი უკან გადაწიეთ მხოლოდ კისრის კუნთების სიმტკიცის და ხელების წინააღმდეგობის გაწევის დახმარებით. შემდეგ მაქსიმალურად დახარეთ თავი წინ და ხელები თავის უკანა მხარეს გქონდეთ. გაიმეორეთ 15-ჯერ.

სავარჯიშო 4. დაადეთ მარჯვენა ხელი მარჯვენა მხარზე, ხელით ზეწოლა. შემდეგ დახარეთ კისერი მარჯვნივ და მარცხნივ. გააკეთეთ ეს პროცედურა მეორე მხარეს და გაიმეორეთ 15-ჯერ.

სავარჯიშო 5. მარცხენა ხელი დაიდეთ თავზე და ნელა დახარეთ თავი მარცხენა მხრისკენ მაქსიმალურად. თქვენ უნდა დაიჭიროთ ეს პოზიცია 20 წამის განმავლობაში. გააკეთეთ იგივე პროცედურა მეორე მხარეს. გაიმეორეთ 5-ჯერ.

სავარჯიშო 6. ამ ვარჯიშისთვის კისრის ტკივილის შესამცირებლად მხოლოდ მსუბუქად უნდა შეიზილოთ თავის უკანა მხარე 5 წუთის განმავლობაში.

Facebook კომენტარები