სისხლის ცუდი ცირკულაციის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ..

1198

სისხლის ცუდი ცირკულაციის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ..

მიუხედავად იმისა, რომ მცირე პრობლემები ხშირად შეიძლება გამოსწორდეს ცხოვრების წესის ცვლილებებით. ზოგჯერ თუ ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება მაინც შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

სისხლის ცუდი მიმოქცევა არის მდგომარეობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ბევრ ადამიანზე და ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობებით. მოგვიანებით ეტაპებზე კი, სისხლის ცუდი მიმოქცევა შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ მდგომარეობებშიც კი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობამ ხშირად არც კი იცის, რომ მათ აქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, ეს კი მანამ სანამ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება.

დაუკვირდით ამ 10 გამაფრთხილებელ ნიშანს,რომელიც გვანიშნებს, რომ შესაძლოა სისხლის მიმოქცევის პრობლემები გვქონდეს!..

1. კიდურების დაბუჟება

როდესაც თქვენს გულს უჭირს სისხლის გადატუმბვა მთელ სხეულში, თქვენი ორგანოებისა და ტვინის სისხლით მომარაგება მეტად პრიორიტეტული ხდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელები და ფეხები ხშირად რჩება საკმარისი ჟანგბადით მდიდარი სისხლის გარეშე, ასე რომ თქვენ გეწყებათ კიდურების დაბუჟების შეგრძნება. ზოგჯერ კი ვიტამინ B12-ისა და მაგნიუმის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი, ამიტომ დარწმუნდით, რომ საკმარისად იღებთ ამ საკვებ ნივთიერებებს.

2. ვარიკოზული ვენები

წნევა შეიძლება დაგროვდეს ვენებში, როდესაც სისხლი საკმარისად სწრაფად არ მოძრაობს, რაც იწვევს ფეხებში ვენების შეშუპებას და გამუქებას. კომპრესიული წინდების ტარება, რომელიც ხელს უშლის სისხლის დაგროვებას ფეხების ვენებში, დაგეხმარებათ შეამციროთ ვარიკოზული ვენების ეს პრობლემა.

3. ცივი ხელები და ფეხები

გარდა იმისა, რომ ჟანგბადი ატარებს მთელ სხეულს, სისხლის მიმოქცევის სისტემა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. მკლავებსა და ფეხებში სისხლის ნაკადის დაქვეითებამ შეიძლება ისინი მუდმივად ცივ მდგომარეობაში დატოვოს.

4. შეშუპებული ფეხები და ტერფები

გულისთვის ძალზე რთულია სისხლის გადატუმბვა სიმძიმის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო შემდგომ ის ფეხებიდან უკან უნდა დააბრუნოს. სწორედ ამიტომაც ცირკულაციის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება ფეხებსა და ტერფებში. იმისათვის, რომ სითხემ დატოვოს შეშუპებული ფეხები, შეეცადეთ აწიოთ ფეხები მაღლა მცირე ხნით.

5. ნელი შეხორცება

სისხლის მიმოქცევის სისტემის გარეშე, რომელიც აგზავნის საკვებ ნივთიერებებს მთელს სხეულში, იმუნური სისტემა ვერ შეასრულებს ყველაფერს ეფექტურად. ცუდი ცირკულაციის გამო, ადამიანი ჩვეულებრივ უფრო ხშირად ავადდება და ჭრილობების შეხორცებას უფრო მეტი დროც სჭირდება. გამოსავალი ისაა, რომ შეგიძლიათ დააჩქაროთ თქვენი სისხლის მიმოქცევა ყოველდღიურად მცირე ვარჯიშებითაც კი.

6. მუდმივი დაღლილობა

როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემა არ ატარებს საკმარის ჟანგბადს ტვინში, ტვინი წყვეტს გამართულ მუშაობას. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დაღლილობის, სისუსტის შეგრძნება. რაც თავის მხრივ ხშირად გამოწვეულია ანემიით, სისხლის ნაკლებობით, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თქვენი ორგანიზმი არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის რკინას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია