გაიწმინდეთ თავის ტვინის სისხლძარღვები ამ ნატურალური რეცეპტების საშუალებით..
დამღლელი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ადამიანების უმეტესობას თავში მართო ერთი აზრი უტრიალებს: შხაპის მიღება და საწოლში კომფორტულად დაძინება. ვიძინებთ და ჩვენი სხეული მთლიანად ეძლევა დასვენებას. სხეული კი ისვენებს, მაგრამ იცოდით რომ ძილის დროსაც არ ისვენებს ტვინი? ის მუდმივად განაგრძობს მუშაობას.
როდესაც ყველა ორგანო მუშაობს და ენერგიას მოიხმარს, ისინი წარმოქმნიან მეტაბოლურ ნარჩენებს, მაგალითად ცილებს. ამ დროს, სხეული ააქტიურებს ლიმფური სისტემას, რათა დაეხმაროს ხალხს "დეტოქსიკაცია"-ში. როგორც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ლიმფური სადინრები მთელს სხეულში გადის და პასუხისმგებელია უჯრედშორის სივრცეში დაგროვილი ტოქსინებისა, დაშლაზე და ტრანსფორმაციაზე და ბოლოს გამოიდევნება ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემისა და საშარდე სისტემის მეშვეობით.
სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის "ლიმფოიდური სისტემა" თითქმის მთელ დროს ხარჯავს თავის თვინში არასასურველი ნივთიერების დამუშავებაში ძილის დროს. ნაყოფიერი ძილი ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდას. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ “ლიმფოიდურ სისტემა”-ს უკეთ მუშაობაში? გთავაზობთ რამოდენიმე რეცეპტს
ლიმონის ნაყენი
აიღეთ 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი, მოაცილეთ კანი და წვრილად დაჭერით. დაასხით წინასწარ ადუღებული და გაგრილებული 1 ლიტრა წყალი. მიღებული ნაყენი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი მავნე ნივთიერებების მოცილებაში. ლიმონის ნაყენი დალიეთ დღეში ერთხელ ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს პროცესი გაიმეორეთ 2 კვირა.
თაფლში გახსნილი წითელი ხახვის წვენის ნაყენი
2 თავი წითელი ხახვი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ ცოტა შაქარი და დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ გამოწურეთ წვენი სუფთა ნაჭერის დახმარებით. დაუმატეთ 200 გ ნატურალური თაფლი. მიღებული ნაყენი მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. იგი სისხლძარღვების გაწმენდასთან ერთად მისი გამოყენებით იმუნიტეტსაც აიმაღლებთ
ფიჭვისა და ხახვის ნარევი
ინგრედიენტები
- ფიჭვი 5 ს/კ
- სამურაბე ვარდი 2 ს/კ
- ხახვის წვენი 2 ს/კ
- 1 ლ მინერალური წყალი
მომზადება:
ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ 5 ს/კ წვრილად დაჭრილი ფიჭვი, შეურიეთ 2 ს/კ დაჭრილი ვარდის, 2 ს/კ ხახვის წვენი. დაამატეთ წინასწარ ადუღებული წყალი. შეახვიეთ თბილ ადიალაში და ღამე დატოვეთ. ნორმა დღეში შეიძლება თანდათან გაიზარდოს. ძალიან ადვილი დასალევია, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.