ალცჰეიმერის დაავადების პრევენცია შესაძლებელია: დღეში მხოლოდ ერთი ვარჯიში და თქვენი მეხსიერება ბევრად უკეთესი იქნება!
პრაქტიკული მეთოდი ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის
ალცჰეიმერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან მოხუცებს ემართებათ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ეს დაავადება 35-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებსაც აწუხებდათ. არსებობს მრავალი ალტერნატივა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მეხსიერების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა კარგი დიეტის დაცვა, მაგრამ არის სხვა მეთოდიც, რაც ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგალითად, ყოველდღიური ვარჯიში.
პრაქტიკული მეთოდი ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის:
გონებრივი ვარჯიში დაგეხმარებათ ალცჰეიმერის დაავადების დროს, რადგან მისი გამოყენებისას თქვენი ნეირონები მეტად გავარჯიშდებიან. ექიმები გვირჩევენ სუდოკუს, დომინოს, ნებისმიერი ტიპის კარტისა და ჭადრაკის თამაშს.
მაგრამ ამ სავარჯიშო თამაშების გარდა, შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ეფექტური სავარჯიშო, რომელიც დაიცავს თქვენს მეხსიერებას.
ამისვის უნდა დაწვეთ საწოლზე, დახუჭოთ თვალები და გაიხსენოთ ყველაფერი, რაც გააკეთეთ დღის განმავლობაში, გაღვიძების მომენტიდან დღემდე. შეეცადეთ გაიხსენოთ ის ადგილები, სადაც წახვედით, ადამიანები, რომლებსაც ესაუბრეთ, სიმღერები, რომლებიც მოისმინეთ და თუნდაც ის, რაც ჭამეთ. მას შემდეგ, რაც ყოველი სცენა თქვენს გონებაში იქნება განსახიერებული, დაალაგეთ ისინი მომხდარი დროის მიხედვით.
ამ აქტივობის განხორციელებით თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ იწყებს თქვენი ტვინი მეტად ეფექტურ მუშაობას, ყველა ამ სიტუაციის დასამახსოვრებლად. უნდა ეცადოთ ამ ვარჯიშის გაკეთება ყოველდღე ძილის წინ. კიდევ ერთი რამ, რაც დაგეხმარებათ გონების გავარჯიშების პროცესში, ესაა დღიურის შენახვა. ფაქტობრივად, თქვენ უნდა გააკეთოთ იგივე, რაც წინა აქტივობის დროს, უბრალოდ ამჯერად ჩანაწერის სახით უნდა გააკეთოთ
არსებობს თუ არა ალცჰეიმერის დაავადების პრევენციის სხვა მეთოდები?
მართლაც, არსებობს სხვა ვარიანტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ დეგენერაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად, მთავარია მთლიანად შეცვალოთ თქვენი დიეტა, ანუ მოერიდოთ საკვებს, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ცხიმს, შაქარს, დამატკბობლებს და ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აზიანებს მეხსიერებას.
E ვიტამინით მდიდარი დიეტა აუცილებელია ალცჰეიმერის დაავადების თავიდან ასაცილებლად. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა თხილი, მზესუმზირის თესლი, ისპანახი, ეთერზეთები და ბროკოლი. ასევე აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, რადგან მარტოობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს ამ დიაგნოზის გაჩენას.
და ბოლოს მაინც გეტყვით რომ რეკომენდირებულია ვარჯიში, რადგან ამ მეთოდით არა მხოლოდ დაიკლებთ წონას და გააძლიერებთ თქვენს სხეულს, არამედ თქვენი ტვინი უფრო მეტად იქნება ჟანგბადით სავსე, ამით კი ასტიმულირებთ უჯრედებსა და ნეირონებს.