როგორ გავიქროთ ვარიკოზული ვენები ოხრახუშის დახმარებით? იაფი და მარტივი მეთოდი

3458

როგორ გავიქროთ ვარიკოზული ვენები ოხრახუშის დახმარებით? იაფი და მარტივი მეთოდი

ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება. ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს.

ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ხალხურ მეთოდს, რომელიც ვარიკოზული ვენებისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. ეფექტური სამკურნალო რეცეპტის მოსამზადებლად მხოლოდ ოხრახუში და ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ.

ოხრახუში მდიდარია C ვიტამინით და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რაც კოლაგენის წარმოქმნას უწყობს ხელს. ის, ასევე, ეხმარება უჯრედებს აღდგენასა და რეპროდუქციაში. ოხრახუშში შემავალი პიგმენტი, რუტოსიდი, კი კაპილარების გაძლიერებაში მთავარ როლს თამაშობს, რაც, თავის მხრივ, ვარიკოზული ვენების შემცირებას უწყობს ხელს.

მომზადების წესი: დაახლოებით 10 ღერი ოხრახუში დაჭერით წვრილად. ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, ჩაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ სანამ გათბება. შემდეგ გადაწურეთ და მიღებულ სითხეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეინახეთ მაცივარში.

ყოველ საღამოს, ნაყენი კარგად შეანჯღრიეთ, დაასველეთ მასში ბამბის დისკი და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე თვის განმავლობაში და შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია