აი, როგორ გამოვიყენოთ ლიმონი მუხლის ტკივილის შესამსუბუქებლად, თან სახლის პირობებში!!
მხოლოდ 2 ინგრედიენტია საჭირო!
დღესდღეობით მუხლის ტკივილი საკმაოდ ბევრი ადამიანის საერთო პრობლემაა, თან ეს ისეთი მდგომარეობაა, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს ყველა ასაკის ადამიანზე. ეს კი თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე ტრავმით, გადაჭარბებული დატვირთვით ან ისეთი სამედიცინო მდგომარეობით, როგორიცაა ართრიტი.
ხოლო მკურნალობა განსხვავდება მიზეზის მიხედვით:
უეცარი ტკივილი ერთ-ერთ მუხლში, ჩვეულებრივ, მუხლის გადატვირთვის ან ტრავმის შედეგია.
აი, როგორ გამოვიყენოთ ლიმონი მუხლის ტკივილის მოსაშორებლად სახლში
საჭირო ინგრედიენტები:
- 1-2 ლიმონი
- სეზამის ზეთი
მომზადება:
ლიმონი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. შემდგომ ის მოათავსეთ ბამბის ქსოვილში და დაასხით თბილი სეზამის ზეთიც. დაიდეთ ქსოვილი დაზიანებულ მუხლზე 5-10 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ, სანამ ტკივილი მთლიანად არ გაქრება.
შენიშვნა: ასევე სასარგებლოა ერთი ჭიქა თბილ წყალში განზავებული ერთი ლიმონის წვენის დალევა დილით ადრე- უზმოზე.
ლიმონი ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა, როგორიცაა ვიტამინი C, A, B1, B6, მაგნიუმი, ბიოფლავონოიდები, პექტინი, ფოლიუმის მჟავა, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი.
კალციუმის და C ვიტამინის მაღალი რაოდენობა ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, ხოლო ასევე ხელს უშლის მათთან დაკავშირებულ ძვლოვან დაავადებას, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რევმატოიდული ართრიტი და ანთებითი პოლიართრიტი.
ლიმონის არომატული ეთერზეთები ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც მათ სასარგებლოს ხდის ნერვებისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.
ხოლო სეზამის ზეთი ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალო ზეთად. ესაა ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო აგენტი.
სეზამის ზეთი სწრაფად შეიწოვება და აღწევს ქსოვილებში ძვლების ტვინში. ხოლო სწორედ ის ხვდება სისხლის ნაკადში კაპილარების მეშვეობით და ცირკულირებს. ეს კი ხელს უწყობს სახსრების შენარჩუნებას და მათ მოქნილობას.
როდის მივმართოთ ექიმს?
გირჩევთ, მიმართოთ ექიმს, თუ:
- გადაადგილებისას მუხლის ტკივილი მუდმივად გაწუხებთ
- გაქვთ ძლიერი ტკივილი მაშინაც კი, თუ არ არის დატვირთვა მუხლზე, მაგალითად ღამით
- არ შეგიძლიათ მუხლის სრულად მოხრა ან გასწორება
- მუხლი ვიზუალურად დეფორმირებული ჩანს
- გაქვთ ცხელება, სიწითლე ან სითბო მუხლის სახსრის გარშემო
- ტკივილი არ მცირდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.