რატომ გვაწუხებს ვენები? ეს უნდა იცოდეთ

2769

რატომ გვაწუხებს ვენები? ეს უნდა იცოდეთ

საღამოობით გრძნობთ როგორ გივლით ჩუმი ტკივილი ფეხებში? როგორც წესი, ამის შემდეგ  ფეხებზე ჩნდება კაპილარული ვარსკვლავები. ვენები იბერება და გარედან ეკიდება კანზე. ეს არის ვარიკოზი.

ბევრ ადამიანს დაბადებიდან ვენების სარქველის სიმცირე აწუხებს. ეს სარქველები განაგებენ სისხლის მოძრაობასა და ვენების შიდა წნევას. ამას მოჰყვება სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ვენების კედლების გაგანიერება და თავად ვენების შეცვლა.

რა შემთხვევაში ვითარდება და იზრდება ვარიკოზის რისკი?

ეს დაავადება უფრო უვითარდება მათ, ვისაც უმეტესად უწევთ ფეხზე დიდი ხნით ყოფნა ან ჯდომა, კერძოდ მაღაზიაში მომუშავე პერსონას ან კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს. იგი ნაკლებად აწუხებთ მამაკაცებს.

ბოლო გამოკვლევების თანახმად, დადგინდა, რომ ვენების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ძალზე პოპულარული ჰორმოშემცვლელი თერაპია კლიმაქსის პერიოდში.

ასევე ვარიკოზული დაავადების რისკი იზრდება ფეხმძიმობის დროს. ნაყოფის ზრდის პერიოდში ირღვევა ვენებში სისხლის მოძრაობა, ამიტომ მომავალმა დედებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფეხმძიმობის ბოლო თვეებში, როცა ნაყოფი უკვე დიდია, აუცილებლად ატარონ ანტივარიკოზული კოლგოტკები ან მაღალყელიანი წინდები.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ვენები?

ცურვა ვარიკოზის საუკეთესო პროფილაქტიკაა

ფეხების დაღლილობა მოიხსენით წყლის პროცედურებით. 38-40 ტემპერატურის წყალში გახსენით ზღვის მარილი და ფეხები შიგ გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ძალიან კარგია გვირილის ან სალბის აბაზანები.

აუცილებლად გაიკეთეთ კონტრასტული შხაპი (ფეხებისათვის).

მიირთვით მეტი მწვანე ხახვი, ჭარხალი, საქონლის ღვიძლი, ზეითუნის ზეთი.

E ვიტამინის შემცვლელი პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ვარიკოზული ვენებისთვის, რომელიც ვენებს ელასტიკურობას ჰმატებს. აგრეთვე, A ვიტამინის შემცვლელი პროდუქტები და რა თქმა უნდა C ვიტამინი.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები