დაგიგროვდათ მარილები კისრის არეში? უმკურნალეთ მას ამ მეთოდით

3223

დაგიგროვდათ მარილები კისრის არეში? უმკურნალეთ მას ამ მეთოდით

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს. იმის გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, დარღვევები კისრის არეში იწვევენ მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს.

კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:

თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

მომზადება:

გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. გამდნარი ერბო, 1 ს.კ. მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩკ. კოჭა (იმბირი) და 4-5 ც. გახეხილი ბოლოკი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ დოლბანდზე.

დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები