“მაქვს ღვიძლის ციროზი, პერიოდულად მუცლის ღრუში მიგროვდება ხოლმე მცირე რაოდენობით სითხე! ნაცნობმა კი მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტი. .”

930

"მაქვს ღვიძლის ციროზი, პერიოდულად მუცლის ღრუში მიგროვდება ხოლმე მცირე რაოდენობით სითხე! ნაცნობმა კი მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტი. ."

მაქვს ღვიძლის ციროზი, პერიოდულად მუცლის ღრუში მიგროვდება ხოლმე მცირე რაოდენობით სითხე. ვმკურნალობ ექიმის მეთვალყურეობით, მაგრამ მდგომარეობა მაინც არ მაქვს დამაკმაყოფილებელი.

ნაცნობმა მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტი. ვიფიქრე, ამან რა უნდა მარგოს-მეთქი, მაგრამ მაინც გავაკეთე. უკეთესობა ვიგრძენი. რაც ნაყენის სმა დავიწყე, სითხე არ ჩამდგომია, ისედაც მსუბუქად ვარ, სიმძიმის შეგრძნება მომეხსნა. აიღეთ 2 ს/კ ასკილი და 1 ს/კ დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები. დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ 2 წთ. თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და მიიღეთ ღვინის ჭიქით (100 გ) 3-ჯერ დღეში.წამლის მიღების შემდეგ შარდი გაძლიერებულად წამოვა და არ შეგეშინდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ერთი-ორი კვირის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი ორივე მცენარე მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, სხვადასხვა ვიტამინით, განსაკუთრებით — C ვიტამინით. . ასკილის ნაყოფი და მისი სამკურნალო პრეპარატები მნიშვნელოვნად ზრდის ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს მავნე ფაქტორთა წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს, გარდა ამისა, აძლიერებს ქსოვილთა რეგენერაციას (აღდგენას), ჰორმონთა სინთეზს, დადებითად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე, სისხლძარღვთა გამტარობაზე და ა.შ.

აგრეთვე, აქვს ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. რაც შეეხება ჭინჭარს, მასში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას, აგრეთვე, ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს. აქვს ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის რეგენერაციის პროცესებს. ჭინჭარი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების გრანულაციას და ეპითელიზაციას. დასასრულ მცენარეთა ყველა ზემოთ აღნიშნული ეფექტი საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს იმ პათოლოგიურ რგოლს, რაც ღვიძლის ციროზის დროს ვითარდება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია