9 გზა, თუ როგორ დავწიოთ სისხლში შაქრის დონე

4531

9 გზა, თუ როგორ დავწიოთ სისხლში შაქრის დონე

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ მისი განვითარების საშიშროება, მედიკამენტების გარდა, სწორი კვება დაგეხმარებათ ​​შაქრის დონის დაწევასა და კონტროლში.

1. რეგულარულად იკვებეთ უკრახმალო ბოსტნეულით. სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კიტრი, სტაფილო და ისპანახი, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მნიშვნელოვნად შემცირებას და ამავდროულად სხეულისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს უზრუნველყოფს. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის მაღალი შემცველობა შაქრიან დიაბეტს ათი პროცენტით ამცირებს.

2. ჭამეთ ნიგოზი და თხილეული. ნიგოზის, თხილის, ნუშის და პისტას მიღება კარგია სისხლში შაქრის შესამცირებლად. თხილი მონოუჯერი ცხიმების შესანიშნავი წყაროა, რაც არ გაზრდის სისხლში შაქარს, როგორც სხვა საკვებს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაკლის ცხიმი უჯრედებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინსულინის მიმართ, რაც სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

3. გამოიყენეთ მარცვლეული. მთელი მარცვლეული, როგორიცაა შვრიის ქატო, ჭვავი და ქერი მდიდარია ბოჭკოთი და შეიცავს ბეტა-გლუკანს. ის ხელს უწყობს კუჭში საკვების მონელებას და ამით ხელს უშლის სისხლში შაქრის მომატებას.

4.თქვენი საკვები გაამდიდრეთ დარიჩინით. დარიჩინი და მისი მსგავსი სუნელები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ არომატია. უზმოზე დარიჩინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრის დონეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დარიჩინს ასევე შეუძლია ასტიმულიროს პანკრეასში ინსულინის სეკრეცია. კვლევებმა აჩვენა რომ დიაბეტით დაავადებულები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში უზმოზე იღრბდნენ დარიჩინს, მათ სისხლში 25%ით შემცირდა შაქარი.

5. მიიღეთ რძის პროდუქტები. დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 500მლ რძე ან იოგურტი დაბალ პროცენტიანი. 3000 ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც ჭარბი წონა ჰქონდათ, მაგრამ ასევე ბევრი რძის პროდუქტიც მოიხმარეს, 70% -ით ნაკლები ალბათობა აქვთ ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების. რძის პროდუქტებში არსებული ლაქტოზა, ცილები და ცხიმები სტაბილიზირებენ სისხლში შაქრის დონეს.

6.ყურადრებით აირჩიეთ პური. თუ ნამდვილად გინდა პური, აარჩიე ისეთი, რომელსაც აქვს მინიმუმ სამი გრამი ბოჭკო და სამი გრამი ცილა თითო ულუფაზე. ამ ტიპის პური ანელებს გლუკოზის შეწოვას და ამცირებს ინსულინის ზრდის პროცესს.

7.რაციონში დაამატეთ მოცვი. მოცვში ყველაზე ცოტა შაქარია ვიდრე სხვა კენკოვნებში. მოცვის ბიოაქტიური ნაერთები ასევე ზრდის ინსულინის მგრძნობელობას.

8. მეტი ისეირნეთ. დღეში გაიარეთ ფეხით დაახლოებით ორი კილომეტრი. აშშ-ს კვლევამ აჩვენა, რომ სიარულმა დიაბეტით სიკვდილის რისკი შეამცირა. ეს იმიტომ ხდება, რომ სიარულისას თქვენი უჯრედები უფრო რეაგირებს ინსულინზე, რაც სისხლში შაქრის უკეთეს კონტროლსა და მართვას იწვევს.

9.აუცილებლად გამოიძინეთ. აუცილებელია ღამით მინიმუმ რვა საათი ძილი, რადგან ძილის უკმარისობა მაღლა წევს სისხლში შაქრის დონეს.ასევე, თქვენი ყოველდღიური პრიორიტეტი გახადეთ სტრესის შემცირება და დასვენება, რადგან სტრესი ზრდის სისხლში შაქარს და არტერიულ წნევას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია