გიყვართ ღამე ჭამა? მაშინ ეს თქვენთვისაა …5 მიზეზი, რატომ უნდა ვჭამოთ ძილის წინ

1584

ცნობილია, რომ საღამოს საათებში ჭამა მავნებელია ორგანიზმისთვის და ის წონაში მატებასაც ხელს უწყობს. ამ დრომდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა ამ თეორიას კიდევ უფრო ამყარებს, თუმცა გაჩნდა საწინააღმდეგო ვერსიაც. აღმოჩნდა, რომ სწორად შერჩეულმა საკვებმა შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის პროცესი გააქტიუროს. მოდით ვნახოთ 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ძილის წინ.

10 Best Foods To Eat Before Bed For Better Sleep - Purple

ძილის წინ ჭამამ შესაძლოა, წონის კლებას შეუწყოს ხელი

ბევრი დიეტოლოგი თვლის, რომ წონაში კლება-მატება არა კალორიების რაოდენობაზე, არამედ საჭირო პროდუქტების მიღებაზეა დამოკიდებული. განმსაზღვრელი კი აქ სისხლში შაქრის ის ზღვარია, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. როცა თქვენ ძილის წინ მიირთმევთ, შაქრის დონე მაღლა იწევს, ხოლო დაძინებისას მკვეთრად ეცემა. ამიტომ თუ ძილის პრობლემა არ გაქვთ, შაქრის დონის მატება და შესაბამისად გასუქება არ გემუქრებათ. მთავარია ძილის რეჟიმის დარეგულირება.

დანაყრების შეგრძნება დაძინებაში გეხმარებათ

ბევრი ადამიანი უძილობით იტანჯება. ბევრიც ღამით იღვიძებს და დაძინება უჭირს. გაირკვა, რომ ამ პრობლემას მარტივად აგვარებს მცირე წახემსება ძილის წინ. აქ ცხადია მნიშვნელოვანია, რას მიირთმევთ. მაგალითად დაძინებამდე 15-20 წუთთ ადრე უმჯობესია არჩევანი ვაშლზე, ბანანზე, თხილზე და იოგურტზე გააკეთოთ. სჯობს მცირე დოზით მიიღოთ ცხიმები და ნახშირწყლები, რადგან ცილები ხშირად დაძინებას უშლის ხელს.

 

სანამ თქვენ გძინავთ, ორგანიზმს ძალების მოკრეფვა სჭირდება

ჩვენი ორგანიზმი 24 საათის მანძილზე იხმარს იმ ენერგიას, რომელსაც აგროვებს. კვლევამ დაადგინა, რომ მამაკაცები, რომლებიც ძილის წინ რძიან კოქტეილს მიირთმევენ, უფრო მალე წვავენ კალორიებს, ვიდრე ისინი, ვინც არაფერს სვამს.

წახემსება ძილის წინ, სისხლში გლუკოზის დარეგულირებას ეხმარება

დილიდან თქვენი ღვიძლი დიდი ოდენობით გლუკოზის გამომუშავებას იწყებს, რაც აუცილებელია დღის ენერგიული დაწყებისთვის. ეს პროცესი სახიფათო არაა, თუ ადამიანს დიაბეტი არ აქვს. რიგ შემთხვევებში ადამიანებს ჰიპოგლიკემია ან დაბალი შაქარი ღამის საათებში აწუხებთ, რაც დაძინებას ხელს უშლის. ბევრმა კვლევამ დაადგინა, რიომ მცირე წახემსება ძილის წინ, შაქრის ნორმის ფარგლებში დარეგულირებას ეხმარება.

დანაყრებულ ადამიანს უფრო ღრმად სძინავს და მისი ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღია

ძილი პასუხისმგებელია იმუნურ სისტემაზე, ენერგიის მარაგზე, მადაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესაა და წონაზე. რაც მეტად გძინავთ ღამე, მით უკეთ გრძნობთ თავს დღის მანძილზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია