თუ თირკმლების მძიმე დაავადება გაწუხებთ უარი ნამდვილად არუნდა თქვათ ამ გასაოცარ საშუალებაზე!

713

თუ თირკმლების მძიმე დაავადება გაწუხებთ უარი ნამდვილად არუნდა თქვათ ამ გასაოცარ საშუალებაზე!

დედაჩემს ახალგაზრდობაში თირკმელების ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა. სულ უფრთხილდებოდა თავს, ყოველთვის ცდილობდა, ისეთი არაფერი ეჭამა და გაეკეთებინა, რაც თირკმელებს ავნებდა და არც გაცივებულიყო

დედა ახლა 72 წლისაა, თავს მშვენივრად გრძნობს. ამას კი ტყის ვაშლს (მაჟალოს) უმადლის. მამაჩემი ყოველ შემოდგომაზე კრეფს მაჟალოს, დედა მისგან ჩირსაც აკეთებს, ხილფაფასაც და მას ცოცხლადაც იყენებს. წვრილად დაჭრილი მაჟალოთი გაავსეთ ნახევარლიტრიანი ქილა. შემდეგ ვაშლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 2 ლ წყალი და უშაქროდ მოხარშეთ. სასურველია, კარგად ჩაიხარშოს ნახარშს მკვეთრი გემო უნდა ჰქონდეს.

მიღების წესი: სვით თითო ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში, შემდგომში კი თითო ჭიქა 1-2-ჯერ დღეში, ექვსი თვე. ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება აქვს, შეუძლია ექიმის დანიშნულებაც შეასრულოს და ვაშლითაც იმკურნალოს. გისურვებთ ჯანმრთელობას

ექიმის კომენტარი: ტყის ვაშლი 12 მ-მდე სიმაღლის ხეა, ზოგჯერ ბუჩქადაც იზრდება, ან 2-3 ღერო აქვს. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა, 2-დან 5 სმ-მდე დიამეტრისა, უფრო მოყვითალო- მომწვანო, ზოგჯერ წითელიც. ნაყოფს მომჟავო გემო აქვს. იგი მდიდარია  ცილებით, ექსტრაქტული ნივთიერებებით, კატექინებით, ორგანული მჟავებით (ღვინის, ლიმონის, ქლოროგენის,ვაშლის, სალიცილის,ასკორბინის, ბორის), კაროტინით, პექტინებით, B ჯგუფის ვიტამინებით, შაქრით, უჯრედისით, რკინისა და ფოსფორის ორგანული ნაერთებით, მიკროელემენტებით (კალიუმი, სპილენძი, რკინა), ცხიმოვანი და ეთერზეთებით, ფიტონციდებით, ფლავონოიდებით.

ტყის ვაშლი, როგორც ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობით ბევრ კულტურულ ჯიშს აღემატება. აქვს ანტიმიკრობული, ანტიანთებითი, მსუბუქი საფაღარათო, ანტისეპტიკური, შარდმდენი მოქმედება. ეწინააღმდეგება ორგანიზმში ჭარბი შარდმჟავის წარმოქმნას და ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. პექტინური ნივთიერებების წყალობით, ვაშლის ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის და შხამების გამოდევნას. დადგენილია, რომ ვაშლის პექტინი აფერხებს გრიპის ვირუსის განვითარებას.

ვაშლის წვენი ხოცავს დიზენტერიის გამომწვევ მიკრობებს. ახალგახეხილი ვაშლი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, შეკრულობისას გამოაქვს ორგანიზმიდან მარილები, განსაკუთრებით ოქსალატები. სასარგებლოა სიმსუქნის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ანემიის, პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის სამკურნალოდ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები