Ხალხური საშუალებები, რომლებიც ფილტვებს წმენდს – ეფექტური რეცეპტები

2023

Ხალხური საშუალებები, რომლებიც ფილტვებს წმენდს – ეფექტური რეცეპტები

  • ხველა არის მნიშვნელოვანი რეფლექსი, მოქმედება, რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას.
  • ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს.
  • შეტევითი ხველა ეწოდება 5 წუთის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში განვითარებულ შეუჩერებელ ხველას.
  • ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით).

ხველის მიზეზები

  • გაციება ანუ ვირუსული ბრონქიტი – ბაქტერიები არ იწვევს ბრონქიტს ჯანმრთელ ბავშვებში.
  • ფილტვის ბაქტერიული ინფექციები – მაგალითად, ფილტვის ანთება.
  • წიაღების ინფექცია – ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს ან როდესაც წიაღის შიგნით განვითარებული წნევა წარმოქმნის ხველის რეფლექსს.
  • ალერგიული ხველა – ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს
  • ასთმა – ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ასთმის მქონე ბავშვების 25%-ს აღენიშნება მხოლოდ ხველა მსტვინავი სუნთქვის გარეშე.
  • ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა – განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი.
  • ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა – ძლიერდება სირბილის, განსაკუთრებით კი ცივი ჰაერის შესუნთქვისას.
  • სერიოზული მიზეზებით გამოწვეული ხველა – ბრონქიოლიტი, ყივანახველა ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ მკურნალობა იგივეა – აუცილებელია ბუნებრივად გათხელდეს და დაიშალოს ლორწო სასუნთქი გზებიდან.

ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ბუნებრივ ეფექტურ რეცეპტს ამ დაავადების სამკურნალოდ.

1. ამოსახველებელი ხახვის ნაყენი

Ამ ხალხური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:

ნატურალური თაფლი – 30 გრამი ხახვი.  500 მლ  წყალი,  გრანულირებული შაქარი – ნახევარი კილოგრამი.  დაჭერით ხახვი, შემდეგ დაასხით  წყალი ქვაბში და დაამატეთ მასში შაქარი და ხახვი. ადუღეთ  დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 სთ, შემდეგ  გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ თაფლი.

ჩაასხით ნაყენი კონტეინერში მჭიდროდ დახურული სახურავით (ბოთლი ან ქილა). მიიღეთ  ჭამის შემდეგ დღეში ხუთიდან ექვსი სუფრის კოვზამდე.

2. ბანანის ნაყენი

მოამზადეთ შემდეგი ინგრედიენტები: მწიფე ბანანი – ორი ცალი,  გრანულირებული შაქარი – 30 გრამი,  წყალი – ერთი ჭიქა.

აუცილებელია წყლის ადუღება, შაქრის დამატება და შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და დაამატეთ დაჭყლეტილი ბანანი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გამოიყენეთ ჩაისთან ერთად.

3. ამოსახველებელი საშუალება ბოლოკით

Თქვენ უნდა გაგეხოთ ერთი ბოლოკი და დაუმატოთ ორი სუფრის კოვზი  თაფლი.  მზა ნარევი მიირთვით დღეში 5 ს.კ გადაანაწილეთ დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში გახსნათ ნარევი და დალიოთ.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში იღლიების ჭარბოფლიანობას.

Facebook კომენტარები