ამ საშუალების დახმარებით მარტო სახსრების ტკივილი კი არ მომეხსნა, წნევაც მომიწესრიგდა, წონაშიც დავიკელი, სხეულის სიმსუბუქე ვიგრძენი და საერთო მდგომარეობაც გამიუმჯობესდა!
ასაკი მომემატა და სახსრების ტკივილმაც შემაწუხა, წელიც გამუდმებით მტკიოდა. მოძრაობა და სიარული მიჭირდა, თითქოს სახსრები ჩაკეტილი მქონდა. ხელის თითებმა ფორმაც კი შეიცვალა. გამახსენდა, რომ როცა ბებიაჩემს ანალოგიური პრობლმა ჰქონდა, ბრინჯით იმკურნალა და ძალიან ემადლიერებოდა, ბებოს ძალიან უყვარდა ხალხური მედიცინა და რეცეპტებს იწერდა ხოლმე.
მის ჩანაწერებში მოვძებნე ჩემთვის სასურველი რეცეპტი და დავიწყე ბრინჯის მიღება. შედეგით გაოცებული დავრჩი: მარტო სახსრების ტკივილი კი არ მომეხსნა, წნევაც მომიწესრიგდა, წონაშიც დავიკელი, სხეულის სიმსუბუქე ვიგრძენი და საერთო მდგომარეობა გამიუმჯობესდა. ამიტომ ყველა ასაკოვან ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს მარტივი რეცეპტი:
ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 2 ს/კ ბრინჯი, დაასხით წყალი და დადგით დილამდე. მეორე დღეს წყალი გამოუცვალეთ და სხვა ნახევარლიტრიან ქილაში კიდევ ჩაყარეთ 2 ს/კ ბრინჯი, მასაც დაასხით წყალი. ასე გააგრძელეთ, ვიდრე 5 ქილა არ გექნებათ. მეექვსე დღეს პირველ ქილაში მოთავსებული ბრინჯი გადმოიღეთ ჯამში, წყალი გადაუწურეთ, ახალი წყალი დაასხით და მოხარშეთ უმარილოდ და უცხიმოდ. მიირთვით ეს ფაფა ისე,
რომ არაფერი მიაყოლოთ. 4 საათის განმავლობაში არ მიიღოთ არც საკვები და არც წყალი, რათა ბრინჯმა ორგანიზმიდან გამოიტანოს წიდები და მარილები.
პირველ ქილაში, რომლიდანაც ბრინჯი გამოიყენეთ, ისევ ჩაყარეთ 2 ს/კ ბრინჯი, დაასხით წყალი, მაგრამ ახლა ეს ქილა მე-5 იქნება რიგით. არ დაგავიწყდეთ, რომ ქილებში ყოველდღიურად უნდა ცვალოთ წყალი. მეორე დღეს მეორე ქილიდან მოხარშავთ ბრინჯს. ასე გააგრძელებთ 40 დღე. ეს ერთი კურსია.
ტიბეტური მედიცინის ეს რეცეპტი უნდა გამოიყენოთ სახსრების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ბრინჯი წმენდს შარდ-სასქესო სისტემასაც.
ექიმის კომენტარი: ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა. შეიცავს ცხიმს, ცილებს, ნახშირწყლებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით ნაკლები რჩება მასში სასარგებლო ნივთიერება. მედიცინა ბრინჯს ოდითგანვე იყენებს საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული ფაღარათის დროს.
ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლა. ამის წყალობით დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამიტომ ბრინჯის სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭარბი წონა გვაწუხებს.
ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს, სამაგიეროდ, უხვად არის კალციუმი, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორ- განიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინომჟავა. ბრინჯის უცხიმოდ და უმარილოდ მომზადებისას შენარჩუნებულია მცენარის უნიკალური ჰიგროსკოპიული (შემწოვი) თვისება, მისი რეგულარული მიღებისას ორგანიზმიდან გამოიდევნება ჭარბი სითხე, მარილები, იხსნება ქსოვილოვანი შეშუპება და ადგილობრივი ანთებითი პროცესები.